„ნატო იპოვის გზას, რომ აღიაროს საქართველოს დიდ პროგრესი ყველა რეფორმის მხრივ“ – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ბრიჯიტ ბრინკმა დღეს ჟურნალისტებს "როიტერის" მიერ გავრცელბული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა.
"რაც შეეხება ნატო-ს და იმას, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს უელსის სექტემბრის სამიტზე ნატო-ს 28 წევრი ქვეყანა; ნატო არის ორგანიზაცია, რომელიც კონსენსუსის გზით იღებს გადაწყვეტილებას და ამჟამად გადაჭრით ვერ გეტყვით, რა იქნება საბოლოო შედეგი. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ნატო იპოვის გზას, რომ აღიაროს საქართველოს დიდ პროგრესი ყველა რეფორმის მხრივ. ასე რომ, პროცესი მიმდინარეობს და მსურს განვაცხადო, რომ სექტემბერში შედეგად მივიღებთ კონსენსუსს, რომელიც იქნება მიღწეული ნატოს 28 წევრი ქვეყნის მიერ",- განაცხადა ბრიჯიტ ბრინკმა.
მასალის გამოყენების პირობები






