“ნაციონალური მოძრაობა” მოითხოვს, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისისამ არჩევნების მეორე ტურის თარითი უახლოეს დღეებში დაასახელოს.
ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო შტაბის თავმჯდომარემ გიგი უგულავამ განაცხადა.
მისი თქმით, თუ თარიღი არ დასახელდება, სახეზე იქნება მთავრობასა და ცესკო-ს შორის სამწუხარო გარიგება.
“ნაციონალურ მოძრაობას” აქვს სრულიად ლოგიკური და ლეგიტიმური მოთხოვნა ცსკ-ის მიმართ, რომ მან უმოკლეს ვადებში დაასახელოს მეორე ტურის თარიღი. ამას ძალიან პრინციპული მნიშვნელობა აქვს, ეს არ არის უბრალოდ თარიღის ცოდნა და ეს არ არის უბრალოდ ის, რომ მეორე ტურში გასული სუბიექტები უნდა მოემზადონ განმეორებითი არჩევნებისთვის. ჩვენი ინფორმაციით, მთავრობამ მოახდინა ზეწოლა ქალბატონ თამარ ჟვანიაზე და მთავრობის მოთხოვნა იყო 12 ივლისი, რაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება იმ წესებს და პროცედურებს, რომლებიც არსებობს და მოგეხსენებათ ძალიან ბევრ სუბიექტს გასაჩივრებული აქვს სასამართლოში, მიდის ხელახალი გადათვლები და შესაბამისად შეუძლებელია, რომ 19 ივლისამდე ადრე ცსკ-მ დანიშნოს განმეორებითი მეორე ტური. ამ თარიღის ცოდნას აქვს პრინციპული მნიშვნელობა, ვინაიდან სწორედ გამოცხადებიდან ყველა მონაწილე კვალიფიციურ სუბიექტს ექნება უფასო საეთერო დროით სარგებლობის შესაძლებლობა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია თარიღის ცოდნა იმისთვის, რომ სუბიექტებმა დაგეგმონ თავიანთი კამპანია და რაც მთავარია, ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, რომ წარმოაჩინოს თითქოს არაფერი ხდება. მოვითხოვთ, რომ დასახელდეს თარიღი, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება მორიგი სამწუხარო გარიგება მთავრობასა და ცსკ-ს ხელმძღვანელობას შორის”, - განაცხადა უგულავამ
მასალის გამოყენების პირობები






