„საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობა ძალიან მაღალ დონეზეა“, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, არსებობს გარკვეული ხარვეზები, რომელთა აღმოფხვრასაც ის ისურვებდა.
"ვფიქრობ, რომ რეფორმის დღევანდელი ეტაპი შეიძლება ჩაითვალოს ეტაპად, როდესაც სასამართლოს დამოუკიდებლობა ძალიან მაღალ დონეზეა. ყოველთვის ვამბობდი, რომ მე უფრო მეტად დამოუკიდებელი მინდა, თუმცა ვხედავ გარკვეულ ხარვეზებს, რომლებსაც გარშემომყოფები შეიძლება ვერ ამჩნევენ. მინდა, რომ ეს ხარვეზები აღარ იყოს. ვისურვებდი, რომ ეს ხარვეზები აღმოიფხვრას, რის შემდეგაც თამამად შევძლებთ ვთქვათ, რომ სასამართლო დამოუკიდებელია. ამის საფუძველს გვაძლევს ყველა ის კონსტიტუციური და საკანონმდებლო წინაპირობა, რაც შექმნილია. ასეთი სასამართლოს არსებობისთვის ასევე ფინანსური უზრუნველყოფა არის გარანტირებული. ყველა კვლევა მიგვითითებს, რომ სასამართლო სისტემა ძალიან მაღალ დონეზეა დამოუკიდებლობის მხრივ", - განაცხადა კუბლაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






