"ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ სასამართლო სისტემა იყოს გამართული, პოლიტიკურად თავისუფალი და კვალიფიციური", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ამ კონფერენციას მნიშვნელობა აქვს სასამართლო სისტემის გამართვასა და დასტაბილურებაში. ჩვენ მივესალმეთ კონფერენციის მონაწილეებს. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ სასამართლო სისტემა, ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი შტო იყოს გამართული, პოლიტიკურად თავისუფალი და კვალიფიციური. ეს უმნიშვნელოვანესია ასევე ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის კონტექსტში და იმ კონტექსტში, როდესაც საქართველო აშენებს და ამყარებს ევროპულ, დემოკრატიულ ცვლილებებს", - თქვა მარგველაშვილმა.
საქართველო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეთა კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენციას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 13 ქვეყნის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები ესწრებიან.
მასალის გამოყენების პირობები






