პრემიერი - ვუსურვებ ჩვენს ახალგაზრდებს, ღირსეულად იდგნენ ქვეყნის სამსახურში
პოლიტიკა - 10:40, 23 Jun, 2014     1713

„ოცი წლის განმავლობაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ჩამოყალიბდა ისეთ სტრუქტურად, რომელიც მუშაობს გამართულად და ჰყავს პროფესიონალი კადრები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა , ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო დაცვის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"დღეს 20 წელი შესრულდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შექმნიდან. მე მინდა მოგილოცოთ ეს ღირსშესანიშნავი დღე. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველას, რადგან თქვენ ერთგულად ემსახურებით ჩვენს სამშობლოს. თქვენ ძალიან მნიშვნელოვან და უაღრესად საპატიო საქმეს ემსახურებით. თქვენ ხალხისა და ქვეყნის სამსახურში დგახართ და ერთგულებით, საქმის ცოდნითა და დიდი პასუხისმგებლობით ასრულებთ დაკისრებულ მოვალეობას - თქვენ იცავთ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს და უმაღლესი თანამდებობის პირებს. ეს ვალდებულება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს არის საქმე, რომელსაც სჭირდება მაღალი პროფესიონალიზმი და ჩვენ ვამაყობთ თქვენი პროფესიონალიზმით. ამ ოცი წლის განმავლობაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ჩამოყალიბდა ისეთ სტრუქტურად, რომელიც მუშაობს გამართულად, ჰყავს პროფესიონალი, მაღალ დონეზე მომზადებული კადრები და აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლების პროფესიონალიზმს და მომზადების დონეს სათანადოდ აფასებენ საერთაშორისო მასშტაბითაც და ეს ძალიან საამაყოა ჩვენთვის, ყველასთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან წვევამდელებს ფიცის დადება მიულოცა.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს დღე მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი თარიღი იქნება. ვუსურვებ ჩვენს ახალგაზრდებს, ღირსეულად იდგნენ ქვეყნის სამსახურში, თავისი წვლილი შეიტანონ ჩვენი სამშობლოს უსაფრთხოების საქმეში და მშვიდობიანი, დემოკრატიული განვითარების პროცესში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42