"სტაიანშჩიკი" გოგონა დიდ ოჯახზე ოცნებობს
პოლიტიკა - 09:39, 23 Jun, 2014     1841
კინოთეატრ "რუსთაველთან" უკვე 2 წელია, "სტაიანშჩიკი" გოგონა, 20 წლის ნინო სოლოღაშვილი ყოველდღე მიდის და მისი სამუშაო დღეც იწყება. იქ მცხოვრებლები თუ გამვლელები კარგად იცნობენ და ზოგთან მეგობრობს კიდეც:

- ბავშვობაში ვმათხოვრობდი, "სტაიანშჩიკობა" ორი წლის წინ დავიწყე. ჩემი მეგობარი მუშაობდა და ის დამეხმარა. ახლა ავად არის, მაგრამ როცა დაბრუნდება, ერთად ვიმუშავებთ. მათხოვრობას მუშაობა მირჩევნია.

- მშობლები გყავს?
- მხოლოდ დედა, რომელიც გათხოვილია და რაჭაში ცხოვრობს. და-ძმა არ მყავს. აქ მარტო ვცხოვრობ და ტელეფონით ველაპარაკები ხოლმე დედიკოს. ძალიან მენატრება, მაგრამ ექიმმა ამიკრძალა იქ წასვლა. კუჭის პრობლემა მაქვს და მგზავრობას ვერ ვიტან, ცუდად ვხდები... მადლობა ღმერთს, ბინის ქირაობის საშუალება მაქვს. როცა მიჭირდა, ქაშვეთის ტაძრის მოძღვრები მეხმარებოდნენ, ახლაც მეხმარებიან...

- მათხოვრობა როდიდან დაიწყე?
- 9 წლიდან სიონის ტაძართან ვმათხოვრობდი... ყველა თბილად მექცეოდა, თუმცა, ზოგჯერ შეურაცხყოფასაც მაყენებდნენ...

- გიქურდია?
- არასოდეს. ღმერთის მეშინოდა...

- რა რეაქცია აქვთ, როდესაც "სტაიანშჩიკ" გოგოს გხედავენ?
- ვინც პირველად მხედავს, ძალიან უკვირს, - "სტაიანშჩიკი" გოგო არ გვინახავსო... უკვე ბევრი მცნობს, ფულსაც მჩუქნიან და თბილადაც მექცევიან. ერთხელ ბიჭი და გოგო იყვნენ, ქუდი მეფარა და ბიჭმა მკითხა: გოგო ხარ თუ ბიჭიო? გოგო ვარ-მეთქი... არ დაიჯერა და მეგობარ გოგონას დაენაძლევა. ქუდი რომ მოვიხადე, მიხვდა, წააგო...

- შეყვარებული არ გყავს?
- არა. დავფიქრებულვარ ოჯახის შექმნაზე, მაგრამ სერიოზულად - არა. წერა-კითხვა არ ვიცი, ახლა ვსწავლობ. მინდა კარგად ვისწავლო. ცოტა დანაზოგსაც ვაკეთებ, რომ სამომავლოდ ნორმალური ოჯახი შევქმნა. პირადობის მოწმობაც არ მაქვს, ახლა მიკეთებენ, მომსახურების სააგენტოს სოცმუშაკი მეხმარება, მალე ავიღებ. შემპირდნენ, როდესაც პირადობა მექნება, გამწვანებაში დამაწყებინებენ მუშაობას. დავიღალე, ნორმალური ცხოვრება მინდა. ერთი შეხედვით ჩანს ჩემი საქმე იოლი, მაგრამ ძალიან დავიღალე, სიმშვიდე მინდა.

- ნინო, რაზე ოცნებობ?

- სულ ბავშვებს ვნახულობ სიზმარში. ძალიან მიყვარს პატარები და მინდა ბევრი შვილი გავაჩინო. ვოცნებობ დიდ ოჯახზე, მინდა ჩემს ყველა შვილს უმაღლესი განათლება მივცე. არ მინდა ისეთი გაჭირვება გამოიარონ, რაც მე გავიარე. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი შვილები ბედნიერები იყვნენ...

P.S. კიდევ ბევრი ვისაუბრეთ მე და ნინომ. წამოსვლა აღარ მინდოდა. მსურდა კიდევ ბევრი ელაპარაკა, რადგან მისი ყველა სიტყვა საოცრად გულწრფელი იყო. დარწმუნებული ვარ, ნინო ბევრი შვილის ბედნიერი დედა იქნება, ის ამას ნამდვილად იმსახურებს.

წყარო: კვირის პალიტრა




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42