,,ქვეყანაში უკვე მართვის კრიზისია და ასეც გაგრძელდება. ჩანს, გაგრძელდება ნაციონალური მოძრაობის კოჰაბიტაციაც. ნაციონალები ძალის დემონსტიტრებას უფრო შეეცდებიან. ისინი ამ შედეგს არც მოელოდნენ და ვერ იფიქრებდნენ, რომ წასვლიდან 2 წელიწადში ასე გაძლიერდებოდნენ. ამ პარტიამ მაქსიმუმი შეასრულა და მეორე ტურამდე დარჩენილ დროსაც მხოლოდ გაძლიერებისთვის გამოიყენებს. უფრო გაძლიერდებიან 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვისაც, ,,ოცნება“ კი, თუ ასე გააგრძელებს, რეალობას უფრო აცდება. დღეს ,,წითლებს“ დამარცხების არაფერი ეტყობათ, ამიტომ ,,ლურჯები“ უფრო ცუდ ხასიათზე არიან! შესაბამისად, საზეიმოდ აწყობილი სცენების დემონტაჟიც სწრაფადვე მოახდინეს. როცა ,,ოცნების“ ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები ამბობენ, არ ვიცით, ძალით ვინ შევარდა საარჩევნო უბნებზე და ვინ იყო 15 შეიარაღებული, ვინც ოქმები ნაციონალების სასარგებლოდ შეცვალაო, ე.ი. ხელისუფლება ძალიან არაკომპეტენტურია. ალბათ, ხელისუფლებაც ხვდება, რომ მინისტრთა ამ კაბინეტითა და პარტიული სტრუქტურებით მოღვაწეობას დიდხანს ვერ გააგრძელებს“, - ცხადებს კახა კახიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






