,,ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურ ინფორმაციაში არ იყო მთავარი - კარგი ცნობები ე.წ. აფხაზეთის რკინიგზის აღდგენისა და სომხეთსა და საქართველოს შორის არასაბაჟო საზღვრის შესახებ.
აფხაზეთის შემთხვევაში გასაგებია - 18 ივნისს ჟენევაი მოლაპარაკების მორგი რაუნდი შედგა აფხაზეთის აკითხთან დაკავშირებით, თუმცა მხარეთა შეუთანხმებლობის გამო ჩაიშალა. მათი სიტყვებით, აფხაზეთსა და საქართველოს არ შეუძლიათ მოლაპარაკება ღია კომუნიკაციის საკითხებშიც.
მეორეს მხრივ, რაში სჭირდება საქართველოს აფხაზური რკინიგზა და აფხაზეთთან შერიგება?! ზუსტად ერთ კვირაში თბილისი ევროპული საბაჟო სივრცის ნაწილი და ევროატლანტიკური პასუხისმგებლობის ზონა გახდება. დასავლური პოლიტიკა ახლა მიმართულია რუსეთისა და მისი გაერთიანების ბლოკირებისკენ და საქართველოს არ აქვს არანაირი მოტივი, ამ პოლიტიკის წინააღმდეგ წავიდეს და დაეხმაროს რუსეთს, სომხეთსა და ირანს დაუკავშირდეს. საქმე ეხება არა მხოლოდ სარკინიგზო მიმოსვლას, რომელიც ერთ-ერთ არგუმენტად სახელდება სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებისთვის, არამედ იმასაც, რომ სომხეთ-საქართველოს საზღვარი გახდება საზღვარი ევროპულ და ევრაზიულ საბაჟო სივრცეებს შორის. სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას საბაჟო გადასახადების გაზრდა მოჰყვება, რასაც ერევანი არ უარყოფს. თუ ამას დაემატა უთანხმოება საქართველოსთან რუსეთიდან სომხეთში ტვირთების დაუბეგრავად გადაადგილებასთან დაკავშირებით, მაშინ საქონლის ღირებულება სომხეთში მკვეთრად გაიზრდება. როგორც ჩანს, სერჟ სარგსიანმა ვერ მოახერხა, დაერწმუნებინა ქართული მხარე ტრანზიტის ბაჟისგან გათავისუფლების შესახებ.
ამ დრომდე საქართველო ცდილობდა, დიდად არ შეწინააღმდეგებოდა რუსეთს, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ, როცა ის ევროატლანტიკური უსაფრთხოების ზონაში შევა, არაერთი საფრთხე საქართველოსთვის ნიველირებული იქნება. საქართველოს არ დარჩება არანაირი მიზეზი იმისთვის, რომ ხელი არ შეუშალოს რუსულ პროექტებს", - ნათქვამია სტატიაში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვიზიტამდე სერჟ სარგსიანი შეხვდა "რუსეთის სარკინიგზო გზების" პრეზიდენტ ვლადიმერ იაკუნინს, რომელმაც განაცხადა, რომ "ქართულ-აფხაზური კორიდორის გავლით" სომხეთ-რუსეთის" დამაკავშირებელი რკინიგზის ამოქმედებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ეს საკითხი უფრო პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.
ოფიციალურ თბილისი კი ირწმუნება, რომ სერჟ სარგსიანის ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე "არც ერთი სიტყვა არ თქმულა".
მასალის გამოყენების პირობები






