ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ განუხრელად მივყვებით ევროინტეგრაციის კურსს
პოლიტიკა - 16:24, 22 Jun, 2014     833
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუმინეთის, მოლდოვის, ჩეხეთისა და სერბეთის პრემიერ-მინისტრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ევროპულ არჩევანზე უსაუბრა.

მან მადლობა გადაუხადა რუმინეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ პონტას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ კულტურულ-ისტორიულ ურთიერთობას.

მან აღნიშნა, რომ 27 ივნისს, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდგომ, საქართველო ევროპასთან ურთიერთობების თვისობრივად სრულიად ახალ ეტაპზე გადადის.

ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ხუთი წლის წინ აღმოსავლეთ პარტნიორობამ გახსნა ახალი შესაძლებლობები ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებისკენ.

"ჩვენ, ჩვენი მხრივ, დავამტკიცეთ ევროპული გზისადმი ერთგულება იმით, რომ წარმატებით განვახორციელეთ დემოკრატიული რეფორმები და მოვახდინეთ ჩვენი საზოგადოებების ევროპული ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად მოდერნიზება. ჩვენ განუხრელად მივყვებით ევროინტეგრაციის კურსს, რომელიც ჩვენი საგარეო და საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედია. მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი ემყარება საქართველოს მოსახლეობის 85%-სა და ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერას", - აღნიშნა საქართველოს მთავრობის მეთაურმა და მადლობა გადაუხადა ყველა მეგობარ ქვეყანას საქართველოს წარმატებების გაზიარებისთვის.

თავის მხრივ, რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ პონტამ კმაყოფილება გამოთქვა პრემიერ-მინისტრების რუმინეთში სტუმრობის გამო და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასადმი მხარდაჭერა.

"მიხარია რომ აქ ვმასპინძლობ პრემიერ-მინისტრებს და ვუზიარებ ჩვენს გამოცდილებას. სულ მალე ევროკავშირთან ასოცირებას მოეწერება ხელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირისკენ გზა უჭირავთ და ამ ქვეყნებში მაქსიმალურად დემოკრატიული რეფორმები ტარდება. ყოველთვის მხარს დავუჭერთ ამ ქვეყნებს. ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე გადადიან უკრაინა, საქართველო და მოლდოვა და კიდევ უფრო უახლოვდებიან ევროკავშირს", - განაცხადა ვიქტორ პონტამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42