ამერიკის შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ანგელა მერკელთან ერთად მიიღეს გადაწყვეტილება, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების ახალი ეტაპის დაწესების შესახებ.
აღნიშნულ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი ტალღა ძალაში იმ შემთხვევაში შევა, თუ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში სიტუაციის ესკალაცია გაგრძელდება.
აღნიშნულ საკითხზე აშშ–ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან სატელეფონო საუბარი გამართა.
„ისინი შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში თუ რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთში სიტუაციის დეესკალაციისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს დაუყოვნებლივ არ გადადგამს, აშშ და ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ რუსეთმა უფრო მეტად აგოს პასუხი საკუთარ ქმედებებზე,“– ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






