აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ტრეფიკინგთან დაკავშირებით, საქართველოც მოხვდა
პოლიტიკა - 14:51, 21 Jun, 2014     1522

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც ადამიანთა ტრეფიკინგს ეხება, საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიშში აღნიშნულია ქალების იძულებითი პროსტიტუცია და ქალების, ბავშვების და მამაკაცების იძულებითი შრომა.

ანგარიშის მიხედვით, ქალების სექსუალური ტერფიკინგი ხდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე თურქეთში, რუსეთში და გაერთიანებულ ემირატებში. აზერბაიჯანიდან, უზბეკეთიდან, ყირგიზეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოყვანილი ქალების იძულებითი პროსტიტუციის ობიექტებია ბათუმსა და გონიოში.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, დასავლეთ საქართველოში, 2013 წლის მაისში, სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლი უზბეკი მოქალაქე გახდა.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ქალები სექსუალური ტრეფიკინგის ობიექტები ძირითადად ხდებიან საუნებში, სასტუმროებში, კაზინოებში, სტრიპტიზკლუბებში.

ანგარიშის მიხედვით, ქართველი კაცები და ქალები იძულებითი შრომის მსხვერპლნი ხდებიან როგორც საქართველოში, ასევე თურქეთეში, რუსეთში, აზერბაიჯანში, კვიპროსში, იტალიაში, ყატარში, შვედეთში.

ქართველი მიგრანტები ეძებენ სამუშაოს სოფლის მეურნეობის სფეროში და სხვა დაბალი კვალიფიკაციის საჭიროების მქონე სამსახურებში და როდესაც ჩადიან ამა თუ იმ ქვეყანაში, შემდეგ ხდებიან ტრეფიკინგის მსხვერპლნი.

გასულ წლებში, უცხოელების შრომითი ექსპლუატაცია მოხდა საქართველოში სოფლის მეურნეობის სფეროში, მშენებლობის სექტორში და საოჯახო საქმეებში. ანგარიშის მიხედვით, ქუჩის ბავშვები ასევე ხდებიან იძულებითი მათხოვრობის მსხვერპლნი ან ჩართული არიან კრიმინალში.

"საქართველო არის სატრანზიტო ქვეყანა ტრეფიკინგისათვის, ცენტრალური აზიიდან თურქეთის მიმართულებით. არ მოგვეპოვება ინფორმაცია ტრეფიკინგის ფაქტების შესახებ სეპარატისტულ რეგიონებში, აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში", -აღნიშნულია ანგარიშში.

აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა სრულად ვერ აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტებს, თუმცა მნიშვნელოვან ძალისხმევას ახორციელებს.

საქართველოს ანტიტრეფიკინგული კანონის ფარგლებში ძალისხმევა არის დაბალი, მაგრამ გაუმჯობესებულია წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით. ანგარიშში ნათქვამია, რომ ამ საანგარიშო პერიოდში, ტრეფიკინგისთვის საქართველოში 5 ადამიანი გაასამართლეს, რაც არის გაუმჯობესება წინა წლებთან შედარებით.

საქართველოს მთავრობამ, საანგარიშო პერიოდში, იდენტიფიცირება მოახდინა სექსუალური ტრეფიკინგის 42 მსხვერპლის, მაშინ როდესაც წინა საანგარიშო პერიოდში იყო 18. ამასთან, შრომითი ტრეფიკინგის არც ერთი მსხვერპლის იდენტიფიკაცია არ მომხდარა საქართველოს ფარგლებში.

ანგარიშში მოყვანილია რეკომენდაციებიც. მათ შორის არის პოლიციის სპეციალური ტრენინგები, სამხილების და ეჭვმიტანილების არსებობის შემთხვევაში გამოძიება, მათ შორის ბორდელების მეპატრონეების მიმართ, ასევე უნდა შეიქმნას შრომითი ინსპექცია, რათა მოხდეს შრომითი ტრეფიკინგის შემთხვევების იდენტიფიკაცია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42