თავდაცვის მინისტრი ბრიტანულ-ქართული საზოგადოების სემინარზე
პოლიტიკა - 11:27, 21 Jun, 2014     1271

საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ირაკლი ალასანიამ კემბრიჯის უნივერსიტეტის ქლიარის კოლეჯში ბრიტანულ-ქართული საზოგადოების მე-2 ყოველწლიურ სემინარში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი პანელში „ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები:

საქართველოს პერსპექტივები“ სიტყვით გამოვიდა. მოხსენების დასაწყისში ირაკლი ალასანიამ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრა. გამოსვლის მთავარი თემა იყო საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები და ქვეყნის პერსპექტივები სექტემბერში დაგეგმილ ნატოს სამიტზე. ირაკლი ალასანიამ საქართველოსთვის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის მინისტრმა უკრაინის კრიზისზე და აღმოსავლეთ ევროპაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენაჩუნების გზებზე ისაუბრა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების მიზნით გატარებულ და დაგეგმილ რეფორმებსაც შეეხო. მისი განცხადებით, უწყების მთავარი მიზანია ჩამოყალიბდეს ნატოსთან თავსებადი და პროფესიული არმია. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის უწყებამ გამჭვირვალობისა და სამოქალაქო კონტროლის გაზრდის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

გამოსვლის ერთ-ერთი თემა იყო ასევე, ქართული კონტინგენტის მონაწილეობა ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში.

"კემბრიჯში საქართველო-ბრიტანეთის საზოგადოების მიერ მოწყობილ დღევანდელ განხილვებში საქართველოს თემა განხილული იყო როგორც ევროპასა და ნატოსთან ინტეგრაციის კუთხითაც, ასევე, ორმხრივი ურთიერთობის ფორმატში ბრიტანელებთან. ჩვენ ძალიან ღიად ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამხელა კონტრიბუციას აკეთებს საქართველო ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში. მნიშვნელოვანია, რომ ნატომ და ევროკავშირმა ეს დააფასოს და შემდეგ სამიტზე რეალურად გადაიდგას ნაბიჯი საქართველოს უფრო დაახლოებისკენ. ჩვენ ვთვლით, რომ ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებში საქართველომ ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა. ასე თვლის დღეს დამსწრეების დიდი უმრავლესობა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს აისახება ნატოს მომდევნო სამიტზე“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. თავდაცვის მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ასევე, დისკუსიაში „შავი ზღვის რეგიონი - საქართველოს, უკრაინისა და აღმოსავლეთ პარტნიორების პერსპექტივები“. მან ევროპის უსაფრთხოებისთვის შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. გამოსვლისას მინისტრმა სამი ძირითადი ასპექტი გამოყო: რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, დემოკრატიული ღირებულებები და ევროატლანტიკური სტრუქტურების გაფართოება, ასევე რეგიონი, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ცენტრი. პანელში საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად გამომსვლელები იყვნენ გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში, ელჩი დიტერ ბოდენი, დიდი ბრიტანეთის არმიის მე-11 ჯავშანსატანკო ბრიგადის მეთაური, გენერალი გარი ჯონსონი, გაერთიანებული სამეფოს ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ბრიტანელი დიპლომატი ბრაიან ფოლი და პოლიტიკური მეცნიერებების სპეციალისტი აღმოსავლეთ ევროპაში, ენდრიუ ვილსონი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42