საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ აზერბაიჯანში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან დაკავშირებულ საქმეზე კომენტარი გააკეთა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში უმრავლესობის დეპუტატმა განაცხადა, რომ არსებობს გარვვეული ლეგიტიმური ეჭვები ნადირაშვილისა და ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით:
„ძალიან დიდი სირცხვილია ელაპარაკებოდე საქართველოს მოსახლეობას და საუბრობდე მორალზე და კანონის დარღვევაზე. ასეთი ჰიპოთეზური დაშვებებით მე არ ვსაუბრობ, მე მსურს ვითარების მთლიან კოტექსტს შევხედო, ამ ვითარებაში, როდესაც სააკაშვილი და მისი თანაგუნდელები გველაპარაკებიან, როგორ ოცნებობენ უკრაინული მაიდნის სცენარის განხორციელებაზე საქართველოში, მთლიანობაში ყველაფერი ეს ძალიან ლეგიტიმურ ეჭვებს და კითხვებს წარმოშობს.
როდესაც საქართველოს ელჩს აზერბაიჯანში ძალიან უდიერად მოიხსენიებენ, ამით შეურაცხყოფას აყენებენ მთლიანად ქვეყანას. ჩვენ ველოდებით, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ის ნოტა რომელიც გააგზავნა, მიიღებს კონკრეტულ დოკუმენტებს. მთლიანობაში, ალბათ შესაძლებელი იქნება კონკრეტულ საკითხებზე საუბარი. ალბათ ქალბატონი ირმა და ზურა იტყვიან და დაასახელებენ კონკრეტულ ადამიანებს თუ ვისთან ჰქონდათ შეხვედრები“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






