ბაჩუკი ქარდავა: თუ ეს სიმართლეა, ხელისუფლება დღეს თუ ხვალ ქუჩას ვერ აცდება...
პოლიტიკა - 22:38, 20 Jun, 2014     6797
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა სომხეთთან სახელმწიფო საიდუმლოს გაცვლის ხელშეკრულებაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებას ეხმაურება:

,,მაია ფანჯიკიძემ სამაგალითო საჩუქარი ამცნო ქართულ საზოგადოებას. სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე საჩუქრის დატვირთვა. თუ რამდენიმე ვერსიას განვიხილავთ, აქედან საჩუქარი რეალურად ალბათ ერთია: ქალბატონმა მაიამ, პროდასავლურმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოააშკარავა ის, თუ რა დავალება აქვს მას მიღებული მთავრობისგან და ამით ხელი შეუწყო განგაშის ზარის ჩამოკვრას, რომ ორიენტაციას ვიცვლით... ისე, ამ დროს პრინციპული ადამიანი უნდა გადადგეს! რაც შეეხება დანარჩენ ვერსიას, ეს უკვე საჩუქარი ალბათ პუტინისთვის არის, კერძოდ: მმართველ კოალიციაში, მკვეთრად პროდასავლური პოლიტიკური ძალის წარმომადგენელმა ქალბატონმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ,,გაგვახარა" მოძმე სომეხ ერთან მეგობრობით, იმ დონეზე, რომ თურმე ერთმანეთთან დასამალიც კი არაფერი გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ის ჩვენი მტრის რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეა, ხოლო ჩვენ ნატოსა და დასავლეთისკენ ვისწრაფვით. და მეორე, ქალბატონმა მინისტრმა მთავრობაში ყოფნით შესაძლოა თავადაც დაიჯერა ის, რასაც ბატონი ივანიშვილი უამრავ განცხადებაში გვიმტკიცებდა, რომ რუსეთისა და ნატოს სტრატეგიული მოკავშირეობა ერთდროულად შესაძლებელია თურმე...

საქმის არსი:

1.სომხეთი არის რუსეთის სტრატეგიული მოკავშირე. რუსული სამხედრო ბაზები განლაგებულია სომხეთის ტერიტორიაზე და შესაბამისად, სომხეთი არის რუსეთის სამხედრო პარტნიორი, რაც ბუნებრივია მოიცავს როგორც სამხედრო თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტებს, აგრეთვე ერთ-ერთ ყველაზე მთავარს - ინფორმაციის გაცვლას! რუსეთის სამხედრო დოქტრინის მიხედვით, მისი პოტენციური სამხედრო საფრთხეები მომდინარეობს ნატოსა და მასთან კავშირში მყოფი ქვეყნებიდან. ამას რუსეთის ხელისუფლება არც მალავს და საჯაროდ აცხადებს, ანუ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც მისი სამხედრო პარტნიორები მოიპოვებენ, ეხება სწორედ მათ მთავარ მოწინააღმდეგეს - ნატოს და მასში გაწევრიანებულ ან მის პარტნიორ ქვეყნებს.

2.საქართველო არის ნატოს ასპირანტი ქვეყანა და განაცხადი გაკეთებული აქვს ნატო-ში წევრობაზე. ჩვენ გაფორმებული გვაქვს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომლის ერთ-ერთ კომპონენტი სამხედრო თანამშრომლობაც არის. რეალურად, ამ ვითარებაში, საქართველო ცდილობდა, ცდილობს და უნდა ცდილობდეს ინფორმაციის გაცვლას თავის სტრატეგიულ მოკავშირეებთან, ლოგიკურია, რომ ამ შემთხვევაში სარგებელი საქართველოსთვის უფრო მეტია, ჩვენი და მათი სადაზვერვო რესურსების გათვალისწინებით, ანუ ეს არის საშუალება მივიღოთ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საჭირო ინფორმაცია ჩვენი პარტნიორებისგან.

3. ნებისმიერი საიდუმლო ინფორმაციის მოძრაობა სახელმწიფოსა და სადაზვერვო სტრუქტურებს შორის, მოპოვებიდან დაწყებული მისი დაცვითა და გამოყენებით გაგრძელებული, ძალიან ბევრ საკითხს უკავშირდება და ერთ-ერთი მათგანი არის აგენტურა. მარტივი ლოგიკაა იმაში, რომ შეუძლებელია ორ დაპირისპირებულ მხარესთან გქონდეს ინფორმაციის გაცვლა ოფიციალურად. თუ ჩვენ გავცვლით ინფორმაციას სომხეთთან, ანუ რუსეთთან, შესაბამისად, ჩვენ ინფორმაციას არ მოგვაწვდის ნატოს წევრი ქვეყნების სადაზვერვო სტრუქტურები, რომელთანაც უკვე გვაქვს ასეთი ხელშეკრულებები.

დასკვნა:

ანუ ვიცვლით ორიენტაციას?!

მაინც იმედს გამოვთქვამ, რომ ეს შეცდომაა, ან სიმართლეს არ შეესაბამება, ან საგარეო მინისტრმა ზუსტად ვერ გადმოსცა, რასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ეს თუ სიმართლეა, საქმე ძალიან რთულად არის და ჩემი აზრით, პროდასავლურობის პრეტენზიის მქონეს პოლიტიკურმა ძალებმა, ასეთ დროს, მინიმუმ კოალიცია უნდა დატოვონ. მაგრამ თავისი საქმისა, თვითონ იციან.

ერთი რამ ფაქტია -საზოგადოება ამ თემასთან ძალიან ფრთხილად და მაქსიმალურად მობილიზებული უნდა იყოს.

P.S. მთავრობას ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების კეთების ნამდვილად არ ერიდება და ამ შემთხვევაშიც, იმედს გამოვთქვამ, მათგან ვეღირსებით ისეთ განცხადებას, რომ ვიტყვი - რა ტყუილად მიწერია... თუმცა არ დამენანება...“, - წერს ბაჩუკი ქარდავა ,,ფეისბუქის“ გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42