„სომხეთთან დადებული ხელშეკრულებით საიდუმლო ინფორმაცია ავტომატურად რუსეთს გადაეცემა“
პოლიტიკა - 19:00, 20 Jun, 2014     1908

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მთავარმა დიპლომატმა სომხეთთან სახელმწიფო საიდუმლოს გაცვლის ხელშეკრულებაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით გააკეთა.

შაშკინმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ მსგავსი ხელშეკრულება საშიშია საქართველოსთვის, რადგან სომხეთი რუსეთთან სამხედრო ალიანსშია გაწევრიანებული:

„გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისრმა განაცხადა, რომ ჩვენ ჩვენს მეზობელ სომხეთთან ხელი მოვაწერეთ სახელმწიფო საიდუმლოს გაცვლის ხელშეკრულებაზე.

ბუნებრივია, რომ ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არ არის საქმის კურსში თუ რას გულისხმობს ეს ხელშეკრულება. ამგვარი ხელშეკრულება ჩვენ გვაქვს დადებული რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის ნატო-ს წევრ რამდენიმე ქვეყანასთან.

მე მსურს შევახსენო საზოგადოებას, რომ სომხეთი არის სამხედრო ალიანსში რუსეთთან. ამ ალიანში შედის რუსეთი და თამაშობს მთავარ როლს.

ეს ე.წ. ოდეკაპე ექსპერტებს რაღაცით აგონებთ ვარშავის ხელშეკრულებას, როგორც ნატო-ს საწინააღმდეგო სამხედრო ალიანსი.

მსურს განვუმარტო საზოგადოებას, რას ნიშნავს სახელმწიფო საიდუმლოს გაცვლის ხელშეკრულება. ყველა ქვეყანას ჰყავს თავისი დაზვერვის სამსახური, დაზვერვა მუშაობს ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. საქართველო არ არის ძალიან მდიდარი ქვეყანა, აქედან გამომდინარე საიდუმლო ინფორმაცია არის ძირითადად ჩვენი აგენტების ინფორმაცია. აქ დგება საკითხი, თუ რატომ არის ის ხელშეკრულება პრობლემატური.

ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა საიდუმლო ინფორმაციას, რასაც ჩვენ მოვიპოვებთ და ეხება სომხეთს, ავტომატურ რეჟიმში გადავცემთ სომხეთს, ეს ნიშნავს იმას რომ გადავცემთ რუსეთს, იმიტომ რომ რუსეთი არის სამხედრო ალიანსში და მას ზუსტად მსგავსი ხელშეკრულება აქვს რუსეთთან.

როდესაც ასეთ ინფორმაციას მიიღებ, ძალიან მარტივია ამ საიდუმლო ინფორმაციის წყაროს დადგენა, ეს პროფესიონალიზმის და ტექნოლოგიის საკითხია. აქედან გამომდინარე, ძალიან მარტივია აგენტის გაშიფვრა.

შედეგად, ყველა ჩვენს მეგობარ ქვეყანას მივეცით სიგნალი, რომ ყველა საიდუმლო ინფორმაციას, რომელიც შეეხება სომხეთს გადავცემთ სომხეთს და შედეგად ავტომატურ რეჟიმში გადავცემთ რუსეთს, ამიტომ, ყველა ის აგენტი, რომელიც ჩვენ გვეხმარება საფრთხის ქვეშ დგება.

აქედან გამომდინარე, ეჭვქვეშ დგება ის, რომ ნატოს წევრი ქვეყნები, რომელთანაც ეს ხელშეკრულებები გვაქვს, გააგრძელონ მსგავსი ინფორმაციის მოწოდება, იმიტომ, რომ მათი აგენტურული ქსელიც დადგება საფრთხის ქვეშ, რადგან ეს ინფორმაცია ავტომატურად წავა ოდეკაპეს ქვეყნის არქივებში“, - განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბრისას დიმიტრი შაშკინმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42