„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირმა ნადირაშვილი უმრავლესობის წევრის ირაკლი სესიაშვილის 7 შეკითხვას „ფეისბუქის“ საშუალებით პასუხობს.
„7 პასუხი ბატონი ირაკლი სესიაშვილს:
1. იმიტომ წავედით ბატონო ირაკლი, რომ თქვენს მიერ აზერბაიჯანთან გაფუჭებული ურთიერთობა საქართველო–აზერბაიჯანის ურთიერთობების ხანგრძლივვადიან პრობლემად არ იქცეს. მათ შორის, თქვენთვის ჩირქის ჩამოსარეცხად და იმის ასახსნელად ჩვენი კოლეგებისთვის, რომ თქვენ ხელისუფლებას უბრალოდ მარნეულის ოლქის მოგება გინდათ და რა ეთნიკური ნიშნით დევნით ახმედ იმამკულიევს. მათ შორის იმის ასახსნელად, რომ ეს არა მთელი პოლიტიკური ელიტის სირცხვილია, არამედ კონკრეტული პირების – ღარიბაშვილის, უსუფაშვილი, ზედელაშვილი და სხვათა..
2. რა დელეგაციით წავიდეთ სადმე, თქვენ არ შეგითანხმებთ ბ–ნო ირაკლი.
3. თქვენი უსუსური მცდელობის მიუხედავად, თქვენი კოლეგებისთვის საზღვარზე პრობლემები შეგექმნათ, აზერბაიჯანელმა ჩინოვნიკებმა მართლა კორექტულობა და ტაქტი გამოიჩინეს და თქვენი მთავრობის დადგმული სპექტაკლის ნიუანსებში მალე გაერკვნენ.
4. მას შემდეგ, რაც თქვენ პრობლემები შეგვიქმენით, რა თქმა უნდა მოვახერხეთ თბილისთან დაკავშირება და ყველა ყოფითი პრობლემის მოგვარება – ბილეთიც, ყავაც და თქვენ წარმოიდგინეთ, ბუტერბროდებიც გეახელით. გარეთ 21–ე საუკუნეა ბატონო ირაკლი
5. გაეცანით ფრენებს შორის ინტერვალს. გამოთვალეთ 2 X 40 წუთი და თუ ვერ ახერხებთ, ღარიბაშვილის მათემატიკის მასწავლებელს მოუხმეთ.
6. საქართველოს ელჩი თქვენ გამოიძახეთ თქვენდა სამარცხვინოდ, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეთა პრობლემების გასაჩენად და არა დასახმარებლად. თუმცა თქვენი დასახმარებელი არაფერი გვჭირდა.
7. ამ შეკითხვების წარმოთქმისას ბატონო ირაკლი, წარმომიდგენია როგორ გინდათ ტყავის „ტუჟურკა“ გეცვათ, გვერდზე მაუზერი გეკეთოთ და სახეში შუქს გვანათებდეთ. ახალგაზრდა „ენკაველეშნიკო“ ბაქოში კაფეს AU 79 ერქვა.
1 შეკითხვა ბატონ ირაკლი სესიაშვილს:
თეა წულუკიანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მთელი საქართველო გადაალურჯეთ.
არ გინდათ ერთხელ მაინც გაწითლდეთ, როდესაც ასეთ სისულელეებს წერთ?“, - წერს ნადირაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






