„როცა პრემიერია დელეგაციის ხელმძღვანელი, პრეზიდენტები არ მიდიან, როგორც დელეგაციის რიგითი წევრები“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.
მისთვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა იყოს ბრიუსელში გასამგზავრებელ დელეგაციაში პრეზიდენტი, როდესაც ის ასოცირების ხელშეკრულებას ხელს არ აწერს.
“თუ არ არის დელეგაციის ხელმძღვანელი და ხელს არ აწერს ხელშეკრულებას, რატომ უნდა იყოს დელეგაციაში, ხელისმომკიდეთ უნდა წავიდეს თუ რა როლი უნდა დაეკისროს. ვინც ამ თემაზე საერთოდ კითხვების დასმა დაიწყო პირდაპირი მნიშვნელობით პროვოკატორია იმიტომ, რომ თამაშობს ქვეყნისთვის ყველაზე საკითხებით. არაფერი არ ხდება, ქვეყნის კონსტიტუცია განსაზღვრავს ხელმომწერს, ეს არის ქვეყნის პრემიერი და როდესაც პრემიერია დელეგაციის ხელმძღვანელი, იქ პრეზიდენტები არ მიდიან, როგორც დელეგაციის რიგითი წევრები”, - განაცხადა ხიდაშელმა
ბრიუსელში, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დელეგაციაში არ იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






