საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოს თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრის ირაკლი ალასანიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას Су-25-ების გაყიდვის მზადებასთან დაკავშირებით ეხმაურება.
როგორც შაშკინმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას განაცხადა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დონორობას იწყებს, ეს კი ქვეყნისთვის სასიკეთო შედეგს არ მოიტანს:
„თავდაცვის მინისტრმა გაავრცელა ინფორმაცი Су-25-ების გაყიდვის მზადებასთან დაკავშირებით, მათ განაცხადეს, რომ Су-25-ების განახლებისთვის და მათ შესაკეთებლად შესაბამისი ფინანსური სახსრები სამინისტროს არ გააჩნია, ამიტომ ყიდიან მათ, ვის რაში სჭირდება სამხედრო ტექნიკა, რომელიც შესაკეთებელია. თავდაცვის სამინისტრო დონორობას იწყებს, ეს ნიშნავს იმას რომ როცა არსებობს 5 ვერტმფრენი, ორს შლიან, ნაწილებს ყიდიან და შემოსული თანხით დანარჩენი სამის შეკეთებას იწყებენ, მსგავსი ქმედება კი ქვეყნისთვის არც თუ ისე სასიკეთოა“, - განაცხადა “ნიუპოსტთან“ საუბრისას დიმიტრი შაშკინმა.
მასალის გამოყენების პირობები






