საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების პროგრამა ამოქმედდა. მინისტრის განმარტებით, პროგრამის ამოცანაა, ბავშვიან ოჯახებში უეცრად განვითარებული კრიზისის დროს დახმარება იმითი, რაც დასჭირდება კონკრეტულ ოჯახს.
“ეს არის სოციალური ზრუნვის პროგრამის ერთ-ერთ ახალი ქვეპროგრამა, რომელიც გაზაფხულზე გავთვალეთ და გავუკეთეთ ინიცირება. ეს არის კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების დახმარების პროგრამა. იმ შემთხევვაში თუ ოჯახს უეცრად რაიმე გარემოების გამო ექნებოდა პრობლემა მაგალითად, ბავშვის კვება, ტანსაცმელი ან რაიმე სხვა სახის არ არსებობდა პროგრამა, რომელიც მყისიერ რეაგირებას მოახდენდა და პრობლემის მოგვარებას უახლოეს საათების ან დღის განმავლობაში შეძლებდა. შესაბამისად, ჩევნ ჩავრთეთ ეს ახალი კომპონენტი. ამ ეტაპზე პროგრამის ბიუჯეტი არის 1 მილიონი ლარი. ქვეპროგრამის ამოცანაა უეცრად განვითარებული კრიზისის დროს დახმარება იმითი, რაც დასჭირდება კონკრეტულ ბავშვიან ოჯახს. ამ ეტაპზე პროგრამა 1000 ოჯახზეა გათვლილი.
ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ბიუჯეტი ჯამში 2.7 მილიარდ ლარს შეადგენს. აქედან მარტო ასაკობრივი პენსიის ბიუჯეტი არის 1.7 მილიარდი ლარი. ის გათვლები და დანახარჯები, რაც გვაქვს ამ წლის განმავლობაში ხაზინაში არ გვისახავს იმის საჭიროებას, რომ სესხის აღება დაგვჭირდეს, ანუ ეს თანხა საკმარისი იქნება პროგრამების ადმინისტრირებისთვის მომავალ წელსაც”, - განაცხადა სერგეენკომ.
მასალის გამოყენების პირობები






