ენერგეტიკის მინისტრის კახალა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გუშინ გავრცელებულ ვიდეომასალას ეხმაურება, სადაც ჩანს თუ როგორ „აკონტროლებს სიტუაციას დავით ნარმანიას დედა“.
კალაძის მტკიცებით, ნარმანიას დედის მხრიდან ადგილი აქვს არა ხმის ფარულობის დარღვევას, არამედ ის კონკრეტულ ქალბატონთან "სულ სხვა რამეზე საუბარს".
"ის რაც ნარმანიას დედასთან დაკავშირებით ითქვა არ არის სწორი. ქალბატონი ნორა კონკრეტულ ქალბატონს ესაუბრება სრულიად სხვა რამეზე. ამიტომ არ მინდა "ნაციონალური მოძრაობის" სისულელეებსა და ბოდვებზე კომენტარი გავაკეთო", - აღნიშნა კალაძემ.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" გუშინ გაავრცელა ვიდეო, სადაც ზუგდიდის რაიონის სოფელ კოკის #97 საარჩევნო უბანზე აღმოჩენილი დარღვევებია ასახული. მათი მტკიცებით, კომისიის წევრი იყო თბილისის მერობის კანდიდატის დავით ნარმანიას დედა, რომელიც ამომრჩეველს მისთვის სასურველი კანდიდატის შემოხაზვას აიძულებდა.
მასალის გამოყენების პირობები






