საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანში ქართველ დეპუტატების დაკავებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციას ეხმაურება. მაია ფანჯიკიძის თქმით, საქართველოს საგარეო უწყება ბაქოს აეროპორტში მომხდარი ინციდენტის დამადასტურებელ საბუთებს ითხოვს.
"ფაქტია, რომ რაღაცას ჰქონდა ადგილი, რაღაც პრობლემა იყო იქ, ჩვენი საელჩო აზერბაიჯანში ამ საკითხის გარკვევაში მას შემდეგ ჩაერთო, რაც ძალიან დიდი ინტერესი იყო მედიის მხრიდან. საკითხის გასარკვევად, როდესაც საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეს და მითუმეტეს, პარლამენტის წევრს, საქართველოს საელჩოს საკონსულო დეპარტამენტი ვალდებულია საქმის ვითარება გაიგოს", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, ამ მიზნით საქართველოს კონსული და ვიცე-კონსული გაემგზავრნენ აეროპორტში, რათა გაერკვიათ რა საფუძველი ჰქონდა იმ ხმებს, რომელიც ვრცელდებოდა.
"რადგან ამ საქმეში არსებობს ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები, არსებობს ერთი მხრივ ელჩისთვის მაღალი დონიდან დადასტურებული ინფორმაცია, რომ საქართველოს პარლამენტის ორი წევრი საბაჟოზე შეაჩერეს, იმის გამო, რომ მათ თან ჰქონდათ არადეკლარირებული დიდი რაოდენობით თანხა, ჩვენ დავავალეთ ჩვენს საელჩოს ზუსტად გაერკვეს საქმის ვითარებაში, გაგზავნილია შესაბამისი ნოტა, აზერბაიჯანის შესაბამის უწყებაში და მოთხოვნილია ყველა საბუთი იმის დამადასტურებელი თუ რა მოხდა გუშინ ბაქოს აეროპორტში ", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






