„ნაციონალური მოძრაობა“ შავი ფულით ცდილობს საკუთარი მიზნების მიღწევას"
პოლიტიკა - 20:35, 19 Jun, 2014     2163

„სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი მიზნების მიღწევას არალეგალური გზებით ცდილობს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა გიორგი გეგეჭკორმა გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხევდით ზურაბ ჯაფარიძე და ირმა ნადირაშვილი დააკავეს.

“სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოოდ ყალიბდება დესტრუქციულ ძალად, რომელიც პირადი მიზნების მისაღწევად ყველაფერზეა წამსვლელი. გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერები აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის გადმოტანის მცდელობისთვის საზღვარზე შეაჩერეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ამ ფაქტის უარყოფის მიუხედავად, აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე ადასტურებს ბაქოში, საბაჟო ტერმინალზე დეპუტატების მიერ არადეკლარირებული თანხის გადმოტანის მცდელობის ფაქტს, საუბარია მილიონამდე აშშ დოლარზე.

სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შავი ფულით და უკანონო მეთოდებით ბრძოლას არ იშლის და არალეგალური გზებით ცდილობს საკუთარი მიზნების მიღწევას.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატების ამგვარი ქმედება აზარალებს არამხოლოდ შიდა პოლიტიკურ პროცესს, არამედ ქვეყნის საერთაშორისო იმიჯსაც.

ფაქტია, „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭირს დემოკრატიულ, ჯანსაღ პოლიტიკურ გარემოსთან შეგუება.

ვიმედოვნებთ, მომხდარს საზოგადოების მხრიდან ადეკვატური შეაფასება მოჰყვება”, - განაცხადა გეგეჭკორმა.

გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმცირესობის წევრები აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის გადმოტანის მცდელობისთვის საზღვარზე შეაჩერეს.

„ნაციონალური მოძრაობა“ აღნიშნულ ფაქტს უარყოფს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42