ირაკლი ალასანია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში გაემგზავრა
პოლიტიკა - 20:33, 19 Jun, 2014     1427
საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში გაემგზავრა.
როგორც თავდაცვის სამინისტროდში აცხადებენ, ირაკლი ალასანია კემბრიჯის უნივერსიტეტის ქლიარის კოლეჯში ბრიტანულ-ქართული საზოგადოების მე-2 ყოველწლიურ სემინარში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი სიტყვით გამოვა პანელში "შავი ზღვის რეგიონი - საქართველოს, უკრაინისა და აღმოსავლეთ პარტნიორების პერსპექტივები". მოხსენებისას თავდაცვის მინისტრი საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრებს.
სემინარზე მიწვეულ სტუმრებს ირაკლი ალასანია საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს გააცნობს და საქართველოს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. სიტყვით გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პერსპექტივები და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების მნიშვნელობა იქნება. ირაკლი ალასანია რეგიონალური უსაფრთხოების საკითხსაც შეეხება.
პანელში საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად გამომსვლელები იქნებიან გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში, ელჩი დიტერ ბოდენი, დიდი ბრიტანეთის არმიის მე-11 ჯავშანსატანკო ბრიგადის მეთაური, გენერალი გარი ჯონსონი, გაერთიანებული სამეფოს ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ბრიტანელი დიპლომატი ბრაიან ფოლი და პოლიტიკური მეცნიერებების სპეციალისტი აღმოსავლეთ ევროპაში, ენდრიუ ვილსონი.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42