ნარმანია - ხელისუფლებამ საკუთარ თავს მაღალი ბარიერი დაუწესა
პოლიტიკა - 17:33, 19 Jun, 2014     1524

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია საკუთარ ამომრჩეველს მადლობას უხდის. ამის შესახებ ნარმანიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„თბილისელებო, მოგესალმებით! პირველ რიგში, მადლობას ვუხდი ყველას, განურჩევლად პოლიტიკური პოზიციისა, ვინც საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა და ვისაც კარგად ესმის, რომ არჩევნებში მონაწილეობით, პირველ რიგში, ხმა მისცა ჩვენი ქვეყნის წარმატებულ მომავალს, დემოკრატიული განვითარების გზას.

15 ივნისის არჩევნები ისტორიაში არა მხოლოდ იმიტომ შევა, რომ საქართველოში შედგა უპრეცედენტოდ თავისუფალი თვითმმართველობის არჩევნები, არამედ იმიტომაც, რომ ხელისუფლებამ, პირველ რიგში, საკუთარ თავს დაუწესა განსაკუთრებულად მაღალი ბარიერი. მიუხედავად ამისა, არავის გუნდში არ გასჩენია ცდუნება, რომ ხელი ეფათურებინა საკუთარი მოქალაქეების არჩევანში. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ჩვენ ყველანი ვართ ისტორიული მოვლენის თანამონაწილეები: ქვეყანაში მკვიდრდება მეორე ტურის კულტურა, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია.

ეს არის ჩვენი შვილების მომავლისთვის შექმნილი ფუნდამენტი და ეს ყველაზე დიდი მიზანია ყველა მიზანს შორის.

რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩემს მხარდამჭერებს, თითოეულ თბილისელს, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს და ჩათვალეს, რომ მთავარი ის კი არ არის, ვინ, სად, რომელ ქალაქში, ან რომელ უბანში დავიბადეთ, არამედ ის, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი საერთო სამშობლოსთვის, ჩვენი საქართველოსთვის და იმ ქალაქისთვის, რომელიც ყველას განურჩევლად ასე ძალიან გვიყვარს. თქვენს ნდობას ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მითუმეტეს, რომ ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი ამ ქალაქში გავატარე და ისევე მტკიოდა და მტკივა წლების განმავლობაში დაგროვილი უამრავი პრობლემა, როგორც თითოეულ თქვენგანს. თითოეული შემოხაზული ბიულეტენი “დავით ნარმანია” და თითოეული თქვენი ხმა ჩემთვის დიდი სტიმული და მოტივაციაა, რომ კიდევ უფრო მეტი შემართებით ვიბრძოლო გამარჯვებისთვის, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა ჩავდო იმ პროგრამის განხორციელებაში, რომელზეც მე და ჩემმა გუნდმა მრავალი თვის განმავლობაში ვიმუშავეთ. მე მოვდივარ თქვენი კეთილდღეობისთვის, დასაქმების, ცხოვრებისა და დასვენების საუკეთესო პირობების შექმნისთვის, გაჭირვებული ადამიანების დახმარებისთვის, ახალგაზრდებისა და პენსიონერებისთვის, იმისათვის, რომ თბილისი გახდეს თქვენი ოცნების ქალაქი“,-ნათქვამია ნარმანიას განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42