ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებას ეხმაურება.
იმერლიშვილის თქმით, საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის განსახილველად არსებობს ფორმატები, სადაც ამ საკითხს განიხილავენ.
"ეს არის საკითხი, რომელიც უნდა იყოს განხილული ჯერ ამ ფორმატში, ზუსტად ჟენევის ფორმტში, ასევე აბაშიძე-კარასინის ფორმატში და შემდეგ უკვე იქნება მიღებული გადაწყვეტილებები", - აღნიშნა ირინა იმერლიშვილმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი მიიჩნევს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის პირველი ნაბიჯი ქართულმა მხარემ უნდა გადადგას.
"2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის გადაწყვეტილება რუსეთს არ მიუღია, ამიტომ მათი აღდგენის ფორმალურ მხარეზე ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ. მაგრამ ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისთვის, რაც ახლა შეგვიძლია, რომ აღვადგინოთ ის კეთილი ტრადიციები, რომელიც ყოველთვის არსებობდა ქართველ და რუს ხალხს შორის", - განაცხადა გრიგორი კარასინმა "რია ნოვოსტთან“ საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






