თბილისსა და მარნეულში ხორცის სარეალიზაციო ობიექტები და პურის ქარხანა დაიხურა
პოლიტიკა - 14:35, 19 Jun, 2014     1959

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების დეპარტამენტმა კრიტიკული შეუსაბამობების გამო თბილისსა და მარნეულში ხორცის სარეალიზაციო ობიექტები და პურის ქარხანა დახურა. ამის შესახებ სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათი ინფორმაციით, მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი/მ "ასიფ ფარზალიევის" ხორცის სარეალიზაციო ობიექტში გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა. კერძოდ, ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა წყლის ხარისხის დამადასტურებელი გამოცდის ოქმი და ხორცის მიკრობიოლოგიური კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი. გარდა ამისა, აღმოჩნდა სხვა სახის შეუსაბამობებიც - ობიექტს არ გააჩნდა ცენტრალური წყალმომარაგება, დახლ-მაცივარი, რის გამოც დარღვეული იყო ხორცის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი. აღნიშნული დარღვევების გამო ი/მ "ასიფ ფარზალიევს" საწარმოო პროცესი შეუჩერდა და 1000 ლარით დაჯარიმდა.

ინსპექტირება უნდა ჩატარებულიყო ასევე იქვე მდებარე ი/მ "იუზიფ დარგალის" ხორცის სარეალიზაციო ობიექტში, თუმცა, მეწარმემ სააგენტოს წარმომადგენლებს ამის საშუალება არ მისცა, რის გამოც პატრულის გამოძახება გახდა საჭირო. ბიზნესოპერატორი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებაში ხელის შეშლის გამო "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის" 70-ე მუხლის თანახმად, 400 ლარით დაჯარიმდა.

სანიტარიული ნორმების დარღვევითა და ფორმა #2-ის გარეშე აწარმოებდა ხორცის რეალიზაციას თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე ი/მ "გიორგი აზნაურაშვილის" ობიექტი, რის გამოც ბიზნესოპერატორი 1000 ლარით დაჯარიმდა, საეჭვო წარმომავლობის ხორცი კი დაილუქა და კანონის შესაბამისად განადგურდება.

კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა თემქაზე მდებარე შპს "დევის პურის" პურის ქარხანას, რომელიც ვერ აკმაყოფილებდა ჰიგიენურ მოთხოვნებს, არასათანადო პირობებში ინახებოდა და დაბინძურებული იყო პური, საცხობი ფორმები, შესაფუთი მასალა, ეტიკეტები და პურის სარეალიზაციო ყუთები. აღნიშნული დარღვევების გამო შპს "დევის პური" 1000 ლარით დაჯარიმდა და პურის ქარხანას პურის წარმოება-რეალიზაციის უფლება შეუჩერდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42