დარახველიძე: "ქართულმა ოცნებამ" პრაქტიკულად ყველგან 70% აიღო
პოლიტიკა - 13:52, 19 Jun, 2014     1448
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა და განაცხადა, რომ მთავრობამ და ქვეყანამ ბოლო გამოცდაც წარმატებით ჩააბარა.
მინისტრის განცხადებით, არჩევნები ხელისუფლების და ქვეყნის შთამბეჭდავი გამარჯვება იყო 27 ივნისისა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინ.
"ჩვენ დავამტკიცეთ დემოკრატიზაციის კურსის ურყეობა. ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია და ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩები ამ ფაქტს უპირობოდ აღიარებენ და ხაზგასმით აღნიშნავენ", - განაცხადა მინისტრმა.
დარახველიძის განცხადებით, არჩევნებმა აჩვენა ასევე მოსახლეობის სრული მხარდაჭერა ხელისუფლებისადმი და ვერანაირი მანიპულაცია ციფრებით ამას ვერ გადაწონის და ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ დასრულდა საკრებულოებში "ნაციონალების" ბატონობის ხანა და "ქართულმა ოცნებამ" პრაქტიკულად ყველგან 70 პროცენტი აიღო.
"დარწმუნებულები ვართ, ასევე მეორე ტურში უპირობო გამარჯვებაში ყველგან და უპირველეს ყოვლისა - თბილისში. არანაკლებ მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის, რომ ქვეყანაში რეალური, ნამდვილი, ჯანსაღი დემოკრატიის დამკვიდრება ერთ-ერთი მთავარი გზა არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ და ყველაზე მკაფიო და ყველაზე გასაგები გზავნილია ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის ნდობისა და ჯანსაღი ურთიერთობების დასამყარებლად", - დასძინა მინისტრმა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42