ხიდაშელი - ამ ლოგიკით შიხიაშვილი თბილისელებს სერიოზულ პრობლემებს უჩენს
პოლიტიკა - 12:34, 19 Jun, 2014     1577

უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი თბილისის საკრებულოს თავჯდომარის განცხადებას ეხმაურება, სადაც შიხიაშვილი პრემიერბზე განმარტებებს აკეთებს.

"თქვენი ხელფასი რომ არ იყოს თქვენი შრომის შესაბამისი და შესატყვისი, თქვენი შრომისუნარიანობა და ნაყოფიერება შემცირდება? თვენს სტუდიის ხელმძღვანელს სერიოზულ პრობლემას გაუჩენთ" ეს არის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პასუხი პრემიაზე :((((

ანუ ამ ლოგიკით ბატონი შიხიაშვილი თბილისელებს (როგორც მისი სტუდიის ხელმძღვანელს) სერიოზულ პრობლემებს უჩენს და რთულია არ დაეთანხმო.

სრული დატვირთით და ღირსეულად მუშაობაში ადამიანი ხელფასს იღებს, ხელფასს!!!!!!!! დამსახურებული პრემია განსაკუთრებული გმირობისთვის გაიცემა ხოლო არჩეული ადამიანების პრემია ამომრჩევლის ხმებია, ხმები!!!!!

და კიდევ იმავე ბიუროს შეეძლო გადაეწყვიტა ამ ფულის პირდაპირ ფონდში გადარიცხვა, ამის პრობლემა არ აქვს საკრებულოს, მეტი გამოვიდოდა, საშემოსავლო არ დაიქვითებოდა“, - წერს ხიდაშელი „ფეისბუქზე“.

“ჩვენი საკრებულოს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაუმსახურებელი პრემია არასდროს გაცემულა”, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა უწყებაში გასაცემ პრემიებზე კომენტირებისას განაცხადა.

“ჩვენი საკრებულოს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაუმსახურებელი პრემია არასდროს გაცემულა. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ საკრებულო თავის მოვალეობას ასრულებს სრული დატვირთვით და ღირსეულადაც ართმევს თავს. სწორედ ამის შედეგია, რომ აღარ ეძლევა საშუალება ზოგიერთ ვაჟბატონს, რომ 50 მილიონობით ლარი არამიზნობრივად გაფლანგოს. მიმაჩნია, რომ თავის მართლება არასწორი იქნება ჩვენი მხრიდან, ვინაიდან საკრებულოში პრემიების გაცემის საკითხს წყვეტს არა ერთი ადამიანი, არამედ კოლეგიალური ორგანო – ბიურო. ბიუროზე ერთსულოვანი და ერთობლივი გადაწყვეტილება იქნა მიღებული პრემიებთან დაკავშირებით. მითუმეტეს, რომ ეს პრემიები არის დამსახურებულად და თანაბრად ყველა თანამშრომელზე გაცემული როგორც დეპუტატებზე, ასევე აპარატის თანამშრომლებზე. ეს იყო მუდამ ასე. ამ შემთხვევაში გავრცელებულია ცრუ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით თითქოსდა ადამიანების დიფერენციაცია ხდება და საკრებულო ამას სხვა მიზნებისთვის იყენებს”, - განაცხადა შიხიაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42