„მეორე ტური აბსოლუტურად ნორმალურია და ეს მიუთითებს იმაზე, რომ საზოგადოების შეფასების კრიტერიუმები უფრო იხვეწება“, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
მინისტრი დარწმუნებულია, რომ მეორე ტურში „ქართული ოცნება“ გამარჯვებას მოიპოვებს.
„მეორე ტურთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ჩამოყალიბებული მქონდა. მაშინ, როდესაც საბოლოო შედეგები არ იყო ცნობილი და ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ მეორე ტური აბსოლუტურად ნორმალურია და ჩემი აზრით, აჩვენებს, რომ საზოგადოების შეფასების კრიტერიუმები უფრო და უფრო იხვეწება. წლების განმავლობაში მაქსიმალისტურ მიდგომას მივეჩვიეთ და ეს არ არის კარგი. მეორე ტურში „ქართული ოცნება“ ისეთივე დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოივებს, როგორც პირველ ტურში და მეორე ტურის არსებობა ერთგვარი დემოკრატიის პრეცედენტი იქნება“, - განაცხადა სერგეენკომ.
მასალის გამოყენების პირობები






