თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელ კახა ბენდუქიძის განცხადებით, “პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მათემატიკა პოლიტიკური გამართლების მათემატიკაა”.
ასე უპასუხა ბენდუქიძემ ჟურნალისტის კითხვას, უდრის თუ არა 6 27-ს?“.
„პრემიერის მათემატიკა პოლიტიკური გამართლების მათემატიკა იყო, რაღაცნაირად რომ გამოსულიყო 5 %. „იმედზე“ გადიოდა რეალითი–შოუ „შეგირდი“, რომელშიც მე ვირჩევდი შეგირდს და იქ ერთ-ერთმა ახალგაზრდამ კითხვაზე: „რამდენია 10%-ის 10 %“-მეთქი?, მიპასუხა 3-იო. დღემდე არ ვიცი, როგორ შეიძლება, სამი გამოიყვანო. შეიძლება, ბევრი მცდარი პასუხი გააკეთო, მაგრამ 3 არ შეიძლება გამოიყვანო, მაგრამ ადამიანს ასეთი წარმოდგენა ჰქონდა ამაზე. ამიტომ მე მგონია, რომ თუ თქვენ გინდათ, რაღაც კონკრეტული რიცხვი გამოიყვანოთ, არ აქვს მნიშვნელობა, როგორ იანგარიშებთ, მას გამოიყვანთ“, - განუცხადა ტელეკომპანია „იმედს“ ბენდუქიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






