თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერის გიგი უგულავას განცხადებით „ივანიშვილი და ღარიბაშვილი ცდილობენ, დაანონსებული ცხელი ზაფხული სისრულეში მოიყვანონ“. ამის შესახებ უგულავამ საქალაქო სასამართლოში მისი და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქმის განხილვის დაწყებამდე განაცხადა.
"ვხედავთ გაურკვეველ ციფრებს, მიმატებებს, გამოკლებებს და გამრავლებებს, ვხედავთ დაუმთავრებელ პრესკონფერენციებს ამ თემაზე. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება პრობლემებით დაკავდეს და გაიაზროს ერთი წლისა და ხუთი თვის შემდეგ რატომ გამოუცხადა საზოგადოებამ ბოიკოტი და არ მივიდა არჩევნებზე, ვხედავთ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ბრძოლას, ამ ციფრებზე საუბრით ხელისუფლება ცდილობს, ლეგიტიმაციის მოპოვებას. ვითომდა ლეგიტიმაციის მიღება ემსახურება ივანიშვილისა და ღარიბაშვილის სურვილს იბრძოლონ "ნაციონალურ მოძრაობასთან" და სისრულეში მოიყვანონ დაანონსებული ცხელი ზაფხული. ჩვენ არ გვინდა ამ ბრძოლას ქვეყნის ინტერესები გადაყვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხისმგებელი ღარიბაშვილი და ივანიშვილი იქნებიან", - განაცხადა გიგი უგულავამ.
მასალის გამოყენების პირობები






