სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სოზარ სუბარმა საქართველოში ნორვეგიის ელჩ ერლინგ სკიონსბერგთან ერთად, #5 დაწესებულების ბიბლიოთეკა დაათვალიერა.
უწყების ინფორმაციით, ელჩმა ნორვეგიის მთავრობის სახელით, ბიბლიოთეკაში განთავსებული ინვენტარი სასჯელაღსრულების აღნიშნულ დაწესებულებას საჩუქრად გადასცა. ღონისძიებას ბიბლიოთეკის პროექტის ხელმძღვანელი და საელჩოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ნორვეგიის ელჩის განცხადებით, სასჯელაღსრულების #5 დაწესებულების ბიბლიოთეკა საქართველოს და ნორვეგიის მთავრობების თანამშრომლობის ნათელი მაგალითია.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სოზარ სუბარმა ნორვეგიულ მხარეს საქართველოში განხორციელებული არაერთი მნიშნელოვანი პროექტისათვის მადლობა გადაუხადა.
სასჯელაღსრულების #5 დაწესებულების ბიბლიოთეკის პროექტი ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიის და ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებითა და ოსლოს, დაიშმანის სახელობის ბიბლიოთეკის მხარდაჭერით განხორციელდა. ბიბლიოთეკაში განთავსებულია მედიათეკაც, წიგნების რაოდენობა კი 8000-ზე მეტია. წიგნების შერჩევისას გათვალისწინებულ იქნა ეთნიკური უმცირესობების კულტურულ-საგანმანათლებლო საჭიროებები. ამდენად, წიგნები, როგორც ქართულ და ინგლისურ, ასევე რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მოიპოვება.
მასალის გამოყენების პირობები






