სახალხო დამცველმა გამყოფ ხაზზე დაკავებებისა და პატიმრების შესახებ საინფორმაციო ნარკვევი გამოსცა
პოლიტიკა - 12:27, 18 Jun, 2014     452
სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა "გამყოფ ხაზზე დაკავებებისა და პატიმართა მდგომარეობის შესახებ სპეციალური საინფორმაციო ნარკვევი" გამოაქვეყნა.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სახალხო დამცველმა განაცხადა, ნარკვევში ასახულია დაკავებულ პირთა სტატისტიკა და რეკომენდაციები, რომელიც საკითხის მოგვარების მიზნით ომბუდსმენის აპარატმა შეიმუშავა.

"ერთი წლის წინ პირველად გამოითქვა შეწყალების გზით პატიმართა ორივე მხარეს გათავისუფლების იდეა, რასაც დადებითი გამოხმაურება მოჰყვა არა მხოლოდ პატიმართა ოჯახის წევრებისგან, არამედ კონფლიქტის ორივე მხარეს მოქმედი სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან. წინგადადგმული ნაბიჯი იყო 2012-2013 წლებში ორი პატიმრის გათავისუფლებაც, თუმცა დღეისათვის ეს პროცესი შეჩერებულია", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
მისივე თქმით, 2014 წლის 31 მაისის მდგომარეობით, ე.წ სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზზე საქართველოს მოქალაქე - 70 პირი იყო დაკავებული, ხოლო აფხაზეთის გამყოფ ხაზზე - 107.

"ცხინვალის ციხეში 3 ქართველი პატიმარი რჩება. ქართულ ციხეში კი, გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები 11 პატიმარი იხდის სასჯელს, რომელთა გათავისუფლების შესახებაც სხვადასხვა დროს მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. როგორც ოსი, ისე ქართველი პატიმრები და მათი ოჯახის წევრები რეგულარულად მიმართავენ სახალხო დამცველს და მოითხოვენ შეწყალებას და მხარეების ურთიერთშეთანხმებით, ორივე მხარის პატიმრობაში მყოფი პირების გათავისუფლებას. მოუგვარებელი კონფლიქტების შედეგები ასევე მწვავედ აისახება გალის რაიონში მცხოვრებ მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობაზე. ამჟამად სოხუმსა და გალის რაიონში მცხოვრები არაერთი მკვიდრი ჰყავთ დაკავებული, ისევე როგორც თბილისში გალში მცხოვრები რამდენიმე პირი იხდის სასჯელს", - აცხადებს სახალხო დამცველი.

ნანუაშვილის განმარტებით, პატიმრების საკითხის გადაჭრის პარალელურად, მხარეები უნდა შეთანხმდნენ ისეთ მექანიზმებზე, რომლებიც უზრუნველყოფს გამყოფ ხაზზე დაკავებების მანკიერი პრაქტიკის აღმოფხვრას.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42