"ნაციონალურმა მოძრაობამ" "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" მიერ გამოვლენილ დაღვევებთან დაკავშირებით ცესკო-ში საჩივარი შეიტანა.
"ნაცვლად, მაგალითად, 138 ხმისა, 1-იანი წაიშალა და დაწერეს - 38. ეს გადახაზული 1-იანი ცესკო-მ ოფიციალურ წყაროდ მიიჩნია და მის გვერდზე არის ატვირთული. ჩვენ გავასაჩივრეთ და რა თქმა უნდა, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. გარდა ამისა, დიდი კითხვის ნიშანი იბადება იმის გამო, რომ უპრეცედენტო რაოდენობა ბიულეტენებისა არის ბათილად ცნობილი. უმრავლესობა მათგანში მე ვიყავი შემოხაზული", - განაცხადა ნიკა მელიამ.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა" არჩევნებში მონაწილე, რამდენიმე კანდიდატისთვის ხმების დაკლებაზე საუბრობს. კონკრეტულად საუბარია "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატ ნიკა მელიაზე.
ორგანიზაციის ინფფორმაციით, საბურთალოს №78-ე უბანზე ოქმში 131-ის ნაცვლად, 31 ხმა უწერია, ასევე სამგორში, №20-ე უბანზე 118 ხმის მაგივრად 18 უწერია და სამგორის №12-ე უბანზე, სადაც მელიას ოქმში 111-ის ნაცვლად, 11 ხმა უწერია.
მასალის გამოყენების პირობები






