ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც არჩევნებში მონაწილე, რამდენიმე კანდიდატისთვის ხმების დაკლებაზეა საუბარი.
მისი განმარტებით, კანდიდატისთვის ხმების დაკლება „მექანიკურ შეცდომა“ იყო.
„ძალიან მიხარია, რომ ასეთი კარგი დამკვირვებლები გვყავს და ასე კარგად აკვირდებიან თითოეულ ნიუანსს. ამ კონკრეტულ შემთხვევებში მექანიკური შეცდომა იყო. იყო ერთიანი დაკლებული, ოპერატორს შეეშალა შეყვანა ორ შემთხვევაში, ერთ შემთხვევაში კი, როდესაც ოქმი შეიყვანა, არ იყო შეყვანილი შესწორების ოქმი, რომლითაც სწორდებოდა სწორედ ეს ციფრი. არა მხოლოდ ბატონი მელიას შემთხვევაში, სხვა კანდიდატების შემთხვევაშიც შესაძლებელია, არსებობდეს ასეთი მექანიკური შეცდომები. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპერატორები უკვე ამოწმებენ, კონკრეტული ოქმი მონაცემებში რამდენად სწორად არის შეყვანილი და რა თქმა უნდა, საბოლოო მონაცემებში არცერთი ასეთი მექანიკური ხარვეზი არ იქნება“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა" არჩევნებში მონაწილე, რამდენიმე კანდიდატისთვის ხმების დაკლებაზე საუბრობს. კონკრეტულად საუბარია "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატ ნიკა მელიაზე.
ორგანიზაციის ინფფორმაციით, საბურთალოს №78-ე უბანზე ოქმში 131-ის ნაცვლად, 31 ხმა უწერია, ასევე სამგორში, №20-ე უბანზე 118 ხმის მაგივრად 18 უწერია და სამგორის №12-ე უბანზე, სადაც მელიას ოქმში 111-ის ნაცვლად, 11 ხმა უწერია
მასალის გამოყენების პირობები






