კახა კუკავა შესაძლოა პოლიტიკიდან წავიდეს
პოლიტიკა - 00:07, 18 Jun, 2014     1401

"თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა, შესაძლოა, პოლიტიკიდან წავიდეს, - ამის შესახებ თავად კახა კუკავამ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნებზე მოსახლეობამ "თავისუფალ საქართველოს" დაანახა, რომ მისი სამსახური საქართველოს არ სჭირდება.

"ჩვენი ხმები მოიპარეს. იყო ბიძინა ივანიშვილის დავალება, რომ არ გადაგველახა ბარიერი, მაგრამ ვაცნობიერებთ იმასაც, რომ ჩვენმა ამომრჩეველმა გამოგვიცხადა უნდობლობა. ყველა შემთხვევაში შედეგი იქნებოდა დაბალი. არასდროს არაფერს გამოვკიდებივარ. ჩვენ მივიღეთ ამომრჩევლის მკაფიო გზავნილი, რომ ჩვენი სამსახური საქართველოს მოსახლეობას არ სჭირდება. უახლოეს მომავალში შეიკრიბება პარტიის ხელმძღვანელობა და მიიღებს გადაწყვეტილებას, რა და როგორ გაკეთდეს", - განაცხადა კუკავამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვას, შეიძლება თუ არა მან პოლიტიკიდან წასვლაზე იფირქოს, კუკავამ უპასუხა, რომ "ლოგიკურად ამაზე ფიქრობს".

"მე ბუნებრივია, ლოგიკურად ამაზე უნდა ვიფიქრო, თუმცა არ მინდა დაბალი შედეგის შემდეგ პირდაპირ გავაკეთო ეს განცხადება. მე პოლიტიკაში მოვედი 10 წლის წინ ჩემი პრინციპებით. შემეძლო სხვადასხვა მთავრობების დროს მაღალი თანამდებობები დამეკავებინა და ამაზე უარი განვაცხადე. ფსონი დავდე იმაზე, რომ ყოველთვის, როცა რუსთაველზე გამოდიოდა თბილისი, მის გვერდზე ვმდგარიყავი. არ ამცილებია არც ერთი "დუბინკა", მხუთავი აირი და წყლის ჭავლი. ჩვენმა საზოგადოებამ, თბილისმა ეს შეაფასა 2 %-იანი მხარდაჭერით და სულელი უნდა ვიყო, რომ ამის შემდეგ კიდევ ვიფიქრო იმაზე, რომ არაფერი შესაცვლელი არ არის", - აღნიშნა კუკავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42