საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი „მთავრობასსა და პრეზიდენტს შორის აწ გაჩაღებულ "ომში“-ში ჩარევას არ აპირებს. ზურაბიშვილი ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს და განმარტავს, რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის წინ „კინკლაობის დრო არ არის“:
„სურვილი არა მაქვს ჩავერიო მთავრობის და პრეზიდენტის შორის აწ გაჩაღებულ "ომში " ...
მაგრამ მიკვირს და რა ვქნა?
მიკვირს ახლად ჩატარებულ არჩევნების მეორე დღეს, რაში სჭირდება მთავრობას პრეზიდენტის უფლებების კიდევ ერთი შელახვა - თან უაზრო საკითხში (რუსთაველის პრმიებს ვინ გასცემს?????). ნუთუ სხვა უფრო სასწრაფო არაფერია?....
მიკვირს და რა ვქნა: რატომ სჭირდება მთავრობას პრეზიდენტის დათმობაზე (ასე იკითხება მაჭავარიანის განთავისუფლება) ამ შეურაცხმწყოფელ ნაბიჯთს პასუხი (ასევე ივანიშვილის გუშინ გაცემული პასუხი ამავე საკითხთან დაკავშირებით) იმის მაგივრად რომ "გუნდის ერთობა" გაამყაროს არჩევნებზე დაბალი აქტიურობის პასუხად ?
იმ დროს როცა საქართველო ემზადება ასოცირებაზე ხელმოსაწერად (და აქაც პრეზიდენტი დათმობაზე წავიდა მაგრამ ვინ დაუფასა) კინკლაობის დრო არაა...
იმ დროს როცა რუსეთი ძლიერდება გარეთ (უკრაინის მოვლენები) და შიგნით ( პრორუსუსლი ძალების გაძლიერება შესამჩნევია) რა საჭიროა ერთერთი სიმბოლური სახელმწიფო ინსტიტუტის უადგილო, უდროო და უმიზეზო შესუსტება?“, - წერს ზურაბიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






