საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2005 წლის იანვარს იხსენებს. სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ ვლადიმერ პუტინის ხელწერა არ იცვლება და მაგალითად საქართველოსთვის გაზის მიწოდების შეწყვეტა მოჰყავს:
„პუტინის ხელწერა არ იცვლება: 2005 წლის იანვარში, გაზსადენი მილი, რომლითაც საქართველო მარაგდებოდა რუსეთის გაზით, ისევე როგორვ მთავარი ელექტროგადამცემი ხაზი, ააფეთქეს „უცნობმა ტერორისტებმა“ რამდენიმე ადგილზე. საქართველო ზამთარში გათბობისა და სინათლის გარეშე დარჩა, იყო საშინლად ცივი ამინდი. ამის შედეგად რუსეთმა სრულებით უარყოფითი რეზულტატი მიიღო, არა ის შედეგი, რასაც პუტინი ელოდა.
ჩვენ გადავაფასოვეთ საკუთარი ენერგოსისტემა და ძალიან სწრაფად, პრაქტიკულად შევწყვიტეთ ვყოფილიყავით ენერგეტიკული თვალსაზრისით დამოკიდებულნი არასაიმედო მეზობელზე.
ამას ჩვენ მივაღწიეთ კორუფციის დამარცხებით, რომელიც ფესვგადგმული იყო ენერგოსექტორში. ასევე, მივაღწიეთ იმით, რომ მოვძებნეთ საიმედო მომწოდებლები“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






