„ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერის განცხადებას პასუხობს, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ „ნაციონალების“ რეალური შედეგი არჩევნებზე 6%-ია.
როგორც გადაცემა „არჩევანში“ უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განმარტა, რომ 6% არის იმ უბნების პროცენტული რაოდენობა, სადაც „ნაციონალებმა“ „ოცნებას“ მოუგეს.
„ყველაფერი გამიგია, მაგრამ პირველად ხდება, რომ მიწევს დავიცვა არჩევნების შედეგები შედეგების გამოცხადების შემდეგ და ვამტკიცო, რომ 27% 6%-ზე მეტია. რაც შეეხება მაჟორიტარების რაოდენობას, რომლის დათვლასაც ცდილობს „ქართული ოცნება“ და დღეს მოვისმინე ციფრი 6. მინდა ჩვენს მაყურებელს აუხსნა - 6% არის იმ უბნების პროცენტული მაჩვენებელი, სადაც ჩვენ გავიმარჯვეთ. ეს ნიშნავს არა 6%-იან გამარჯვებას, არამედ ამ 6% უბნებსა, სადაც ჩვენ მხარი დაგვიჭირა ამომრჩევლის უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაში და რაოდენობრივად 6%-ში დავამარცხეთ „ქართული ოცნება“. 6% არის რაოდენობა და არა რეიტინგი იმისა, სადაც ჩვენ პირდაპირ მოუგეთ ხელისუფლებას“, - განმარტავს ბაქრაძე.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ “საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებიდან, რომელთა საერთო რაოდენობა არის 1049 კანდიდატი, 881 მაჟორიტარი არის კოალიცია „ქართული ოცნების“, რაც დაახლოებით 77, 4%-ია.
„„ნაციონალურ მოძრაობამ“ მაჟორიტარი კანდიდატებიდან მხოლოდ 6,1%-ის გაყვანა შეძლეს. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მათი რეალური რეიტინგი არის 6%“, - აღნიშნა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






