ინაშვილი: გამარჯობათ „ნაციონალური მოძრაობის“ აგენტებო რუსეთისა
პოლიტიკა - 22:09, 17 Jun, 2014     2180

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით საქართველოს საზოგადოების მთავარი პრეტენზია არის ის, რომ არ მოხდა სამართლიანობის აღდგენა.

ინაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „არჩევანი“, ხელისუფლებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დასჯისკენ მოუწოდა:

„გიგი უგულავამ გუშინ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ მოიხსენია ოკუპანტთან ერთად, მასთან ერთად მინდა მივმართო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც არის აკანკალებული და ვუთხრა, რომ მათზე დიდი აგენტი არ ჰყოლია რუსეთს, ისინი ყველა იმ დავალებას ასრულებდნენ ფარულად, რაც რუსეთის ინტერესებში შედიოდა, მათ საქართველოს მიწის 22 პროცენტი რუსეთს აჩუქეს. გამარჯობათ „ნაციონალური მოძრაობის“ აგენტებო რუსეთისა, თქვენ თქვენი აგენტობის დამალვა გსურთ და მთელი საქართველო რუსეთის აგენტებად გამოაცხადეთ, ჩემო გიგი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ იზოლაცია კი არ უნდა მოხდეს პოლიტიკური სივრციდან, თქვენ და ,,ნაციონალური მოძრაობა" ხართ საშიში საზოგადოებისთვის. მე მთავრობას მივმართავ პასუხი გაგებინონ და მიგაბრძანონ ვანო მერაბიშვილის მსგავსად იზოლატორში, ისინი ერთ იზოლატორში უნდა მოათავსო და იქ ვის გაახსენდება ვინ არის ცვედანი და ცვედანობა ყველა ვნახავთ.

მთავარი პრეტენზია, რაც ჩვენს საზოგადოებას აქვს არის ის, რომ სამართლიანობა არ აღდგა და დღეს ,,ნაცმოძრაობის" ლიდერები კვლავ ბლატაობენ. „ქართულ ოცნებას“ ისინი უნდა დაესაჯა და გიგი უგულავა შემდეგ ასე ვეღარ ისაუბრებდა.

მე ვხედავ, რომ ჩვენი წარმატება მოულოდნელი იყო, ეს ნიშნავს იმას, რომ დიდი მხარდაჭერა გვაქვს. საქართველოში არ არის სამი მილიონ 500 ათასი ამომრჩეველი, საარჩევნო სიები არ დაზუსტებულა და ეს იყო გამოყენებული შემდგომი მანიპულაციებისთვის. ჩვენ ოთხ ოლქში გვაქვს მეორე ტური ,,ქართულ ოცნებასთან" ერთად და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მოვუგებთ ,,ქართულ ოცნებას“, - გნაცხადა ირმა ინაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42