„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი საარჩევნო შედეგების ბათილად ცნობას და ბიულეტინების თავიდან დათვლას მოითხოვს.
გადაცემა „არჩევანში“ ნათელაშვილმა განაცხადა, რომ მეორე ტურიც „ისეთივე უკანონო იქნება, როგორიც იყო პირველი“.
„ეს არჩევნები არის დანაშაული და ფალსიფიცირება, სადაც შეეძლოთ ბოლომდე გააყალბეს. ამიტომ თავიდან უნდა გადაითვალოს არჩევნების შედეგები. ეს არის სირცხვილი ივანიშვილის დანაშულებრივი რეჟიმისა, რომელსაც სტომაქის გაძღომის ცენტრი მოშლილი აქვს. დღეს ყველა ოლქის შედეგები გავასაჩივრეთ. ყველგან ვითხოვთ შედეგების თავიდან გადათვლას. არჩევნები უნდა ჩაიშალოს და ახლიდან ჩატარდეს. სხვა შემთხვევაში მეორე ტური კი არ გველოდება, გველოდება ამ რეჟიმის დამხობა და ახალი მთავრობა. ივანიშვილმა თავის თავს მოუმზადა ვულკანი იმ 70% ის სახით, რომელიც არჩევნებზე არ გამოცხადდა“, - განაცხადა ნათელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






