ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, ცესკომ შესაბამისი რეაგირება მოახდინა ადგილობირვი თვითმმართველობის არჩევნების განმავლობაში მომხდარ უკანონობებზე.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ ჟვანიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ფარულ ვიდეომასალაზე გააკეთა კომენტარი.
მისივე განმარტებით, ყვარელში არსებულ უკანონობებზე მას ინფორმაცია არ აქვს, საჩივრების არსებობის შემთხვევაში ცესკოს შესაბამისი რეაქცია ექნება.
„მარნეულში მომხდარ დარღვევებზე ცესკო-ს ადეკვატური რეაქცია ექნება. ამის მაჩვენებლია ის ფაქტი, რომ გუშინ როგორც კი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კადრები გამოქვეყნა მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისია შეიკრიბა და ამ ორ უბანზე დათვლილი შედეგები ბათილად იქნა ცნობილი. რაც შეეხება დედოფლისწყაროში მომხდარ ფაქტს, დედოფლისწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიაში რამდენიმე წუთის წინ იქნა მირებული გადაწყვეტილი, რომ ეს კონკრეტული უბანი შემოწმდეს. ის ფაქტი, რომ კომისიის თავჯდომარე იმყოფებოდა გარეთ, მაშინ როდესაც არ უნდა ყოფილიყო და ის ვერ ართმევდა თავს ოქმის შევსებას შესაბამის პერიოდში, ეს ცალკე განხილვის თემაა და ამ ადამიანს შესაბამისი დისციპლინარული სასჯელი ექნება.. რაც შეეხება ყვარელში არსებულ დარღვევებს, სიმართლე გითხრათ ამ ეტაპზე არ მაქვს ინფორმაცია. ვნახავთ თუ იქნება საჩივრები ამ საკითხებზე და თუ დადასტურდება, რომ დაღვევები იყო შესაბამისი რეაქცია გვექნებ“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






