პრემიერ-მინისტრმა თვითმმართველობის არჩევნები კიდევ ერთხელ შეაჯამა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ საზოგადოებისგან სრული მხარდაჭერა აქვს.
მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით „ქართულ ოცნებას“ წილად ხვდა მაჟორატურული მანდატების 77,32%.
„მე გადავწყვიტე, როგორც კოალცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, პირადად ჩავაბარო ანგარიში ჩვენს ამომრჩეველს და ჩვენს მოსახლეობას.
ამ მიზნით მსურს კიდევ ერთხელ შევაჯამო არჩევენების შედეგები. სამწუხაროდ, ამ დღეების განმავლოაბაში ვხედავ, რომ დამახინჯებულად მიმდინარეობს საინფორმაციო პროპაგანდა სხვა ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებზე ხდება აქცენტის გაკეთება.
მაჟორიტარული და პროპორციული არჩევნების შედგები აჩვენებს, რომ საქართველოს მასშტაბით 67.6 მეათედი პროცენტით ლიდერობს „ქართული ოცნება“, რომელიც დასტურდება ცესკო-ს საბოლოო მონაცემებით, დანარჩენი პარტიებიდან 20 პროცენტი, ,,ნაციონალური მოძრაობა" 13 პროცენტი, მივესალმებით მრავალპარტიულობას, მოხარული ვართ, რომ საინიციატივო ჯგუფები იკავებენ მეორე ადგილს, მათ ,,ნაციონალური მოძრაობა" მოსდევს, ეს არის ქართული დემოკრატიის გამარჯვება.
აბსოლუტური უპირატესობა აქვს ,,ქართულ ოცნებას". ყველა საკრებულოში მოვიპოვეთ უმრავლესობა. ამ არჩენებში კარგად ჩანს ხალხის ნდობის საკითხი, ჩვენს კოალციას სრული მხარდაჭერა აქვს საზოგადოებისგან. 1049 მანდატიდან ,,ქართულ ოცნებას" 811 მანდატი ერგო და ,,ნაციონალურ მოძრაობას" კი 64 მანდატი.
სწორედ ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" ქვეყნის მასშტაბით, ვერცერთ თვითმმართველ ქალაქში საკუთარი მაჟორიტარი დეპუტატის გაყვანა ვერ შეძლო.
ამრიგად, ქვეყნის მასშტაბით, ,,ქართულ ოცნებას" წილად ხვდა მაჟორიტარული მანდატების 77.31 პროცენტი. ,,ნაცმოძრაობის" მაჩვენებელი 6.1 პროცენტია. ეს არის ის მაჩვენებელი, რომელიც ძალიან ახლოს არის რეალობასთან.
რომ არა ამომრჩეველთა პროცენტულად ნაკლები რაოდენობა ეს მაჩვენებელი, ჩვენს სასარგებლოდ, კიდევ უფრო გაიზრდებოდა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






