ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად ლუკა კურტანიძე აირჩიეს
სპორტი - 21:48, 15 Dec, 2012     1360

15 დეკემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში ჭიდაობის ფედერაციის არჩევნები გაიმართა. 16:00 საათზე დაწყებულმა არჩევნებმა 20:00 საათამდე გასტანა და საბოლოოდ ლუკა კურტანიძის გამარჯვებით დასრულდა. 110 დელეგატიდან არჩევნებზე 103 გამოცხადდა, საიდანაც 58 ხმა ლუკა კურტანიძე მიიღო, ხოლო 45 გეგა გეგეშიძემ. მომდევო 4 წლის განმავლობაში ჭიდაობის ფედერაციას ლუკა კურტანიძე უთავკაცებს.

ვიცე-პრეზიდენტად თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა კვოტით 54 ხმით დიმიტრი გელაშვილი აირჩიეს, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა კვოტა კი თემურ ყაზარაშვილს შეხვდა, ვინც 67 ხმა მიიღო. 87 ხმით დამაჯერებლად იმარჯვა სათათბიროს კვოტით ვიცე-პრეზიდენტობის მსურველმა ედიშერ მაჩაიძემ, რომელსაც კონკურენტი არ ჰყავდა.

ყველაზე დაძაბული გენერალური მდივნის პოსტისთვის ბრძოლა გამოდგა, სადაც მოქმედმა გენდმივანმა მალხაზ ჯორბენაძემ 1 ხმით წააგო გიორგი ლომიძესთან - 47:48. არჩევნების დასრულების შემდეგ პრეზიდენტობის ორივე კანდიდატმა კომენტარი გააკეთა.

ლუკა კურტანიძე: მადლობა დელეგატებს მხარდაჭერისთვის და ამ დიდი პასუხისმგებლობის მონიჭებისთვის. ყველა პროფესიონალი დაფასებული იქნება და მათ გამოცდილებას სათანადოდ გამოვიყენებთ. ჭიდაობა გახდება ისეთივე საამაყო როგორც ადრე იყო, მოჭიდავეები საკუთარი ქვეყნის და ერის სამსახურში ჩადგებიან და მხოლოდ გულშემატკივრის გასახარებლად იბრძოლებენ. კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა ყველას მხადაჭერისთვის და დაფასებისთვის. მჯერა ერთიანობით ბევრს მივაღწევთ".

გეგა გეგეშიძე: ორი ღირსეული კანდიდატი იყო და საბოლოოდ ისე მოხდა, რომ მე დავმარცხდი. ვულოცავ ლუკას და წარმატებას ვუსურვებ. თუ მისი სურვილი იქნება, მზად ვარ ჭიდაობის სამსახურში ჩავდგე. ახლა მთავარია, რომ ყველამ ერთად გაისად თბილისში გასამართ ევროპირველობაზე ვიფიქროთ და ასეთ დიდ შეჯიბრებას ღირსეულად ვუმასპინძლოთ. ამასთან, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ბიჭები ევროპის პირველობაზე დამაჯერებლად გამოვიდნენ".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42