დავით დარახველიძე ჯოშუა ფიშელს შეხვდა
პოლიტიკა - 17:53, 17 Jun, 2014     1066
შემაჯამებელ შეხვედრაზე, დევნილთა მინისტრმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს წარმომადგენელს საქართველოში, სამინისტროს საქმიანობის შედეგები დეტალურად გააცნო.

ჯოშუა ფიშელმა სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაოები, როგორც დევნილთა, ისე ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელ პირთა მიმართულებით დადებითად შეაფასა.
ჯოშუა ფიშელის განცხადებით, ეს არის მისი უკანასკნელი ოფიციალური შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს წარმომადგენლის რანგში.
ჯოშუა ფიშელი საქართველოში ორი წლის განმავლობაში მუშაობდა და ის უახლოეს მომავალში პოსტს როტაციის პრინციპით დატოვებს.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიურომ საქართველოში 2008 წლის კონფლიქტის შემდგომ დაახლოებით 35 მილიონი დოლარის დახმარება გამოყო, რაც იძულებით გადაადგილებული პირთა თავშესაფარს, ერთჯერად ჰუმანიტარულ დახმარებასა და სოციალურ-ეკონომიკურ მხარდაჭერას მოხმარდა. დევნილთა და განსახლების სამინისტროს ბენეფიციართა დახმარებისათვის სხვადასხვა პროექტები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს, მაგალითისათვის მარტყოფში შენდება თავშესაფრი ჰუმანიტარული სტატუსის მაძიებელ პირთათვის.
ჯოშუა ფიშელთან შემაჯამებელ შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე ნინო ჭავჭავაძე და სამინისტროს საერთაშორისო დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42