,,პოლიტიკური ლანდშაფტი რუსეთში ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შეიცვალა, ხელისუფლება გრძნობს მზარდ კონკურენციას და ის მზად უნდ იყოს იმისთვის, რომ დაიცვას თავისი პოზიციები სამართლიან არჩევნებში.
უკმაყოფილების დონემ, რომელიც ხშირ შემთხვევაში, სიძულვილის ზღვარზე გადის, ძალიან მაღალ ნიშნულს მიაღწია. ამბობენ, რომ ძალიან ძიერია მთლიანობაში ხელისუფლების მიუღებლობის განწყობა, ასევე მაღალია დონე ხელისუფლების მხარდაჭერისა.
ეს ნიშნავს იმას, რომ პოზიციები პოლარიზებულია, ამ ვითარებაში მუშაობა უნდა ვისწავლოთ, მაგრამ ეს ძალიან რთულია, გაცილებით მძმეა ვითარება, ვიდრე გასულ წლებში.
უკვე ხვდები, რომ ზურგს უკან გრძნობ კონკურენტების სუნთქვას; რომ ნებისმიერ შემთხვევაში კონსიტიტუციური ძალაუფლება შეიძლება არჩევნების გზით გადავიდეს სხვის ხელში. დღევანდელი ხელისუფლება უნდა ცდილობდეს, რომ მას შესწევს უნარი, იყოს გადარჩეული. გადარჩევის შემთხვევაში მან უნდა უზრუნველყოს მემკვიდრეობითობა დღევანდელი ხელისუფლების საბაზო კურსის, ვინაიდან დღევანდელ რუსეთს გაუჭირდება გადაიტანოს კიდევ ერთხელ შემობრუნება მარცხნივ, მაგალითად, მასობრივი ნაციონალიზაციისა და მსგავსი საკითხებისკენ.
კონსიტუტციური ხელისუფლების ცვლილების რეალური შესაძლებლობა არასებობს მუდმივად, ნებისმიერი არჩევნების დროს, იმიტომ, რომ ერთი განწყობა გადადის მეორეში. შეუძლებელია ნებისმიერი დამატებითი ,,ინსტრუმენტებით’’ მოახდინო ზემოქმედება ამ ვითარებაზე, რადგან ასეთი ზემოქმედება ყოველთვის რევოლუციით სრულდება და მერე უკვე მორჩა...’’-ასეთ შეფასება გააკეთა რუსეთის პირველმა ვიცე-პრემიერმა, რუსეთის ფედერაციაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე, ეკონიმკური სკოლის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოწვეულ ,,მრგვალ მაგიდაზე’’ სიტყვით გამოსვლისას.
მასალის გამოყენების პირობები






