"ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების გაყალბების ფაქტებზე კიდევ ორ ვიდეოს აქვეყნებს.
მასალაში აღწერილია მარნეულისა და დედოფლისწყაროს ერთ-ერთ უბანზე არჩევნების გაყალბების ფაქტები.
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მარნეულის ოლქში არჩევნებს აყალბებდა თამაზ ნაოიანი, ძიუდოს ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი.
"ეს ადამიანი მოძრაობდა უბნიდან უბანზე მარნეულში, "ლექსუსის" ავტომობილით, მას მანქანაში უჯდა თოფჩიშვილი და ის პირადად ახორციელებდა ზეწოლას კომისიის წევრებზე", - აცხადებს ჯაფარიძე.
ნუგზარ წიკლაურის თქმით, კი ვიდეოში ჩანს, რომ კომისიის წევრები რამდენჯერმე იმეორებენ, რომ "არ ჯდება ბალანსი".
"ეს მიუთითებს იმაზე, რომ დედოფლისწყაროს რაიონში ხორნაბუჯში, რომელიც ღარიბაშვილის სოფელია, არჩევნების შედეგები დადგა არა ხალხის ნებით, არამედ კომისიის თავმჯდომარის და საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შორის გარიგების შედეგად", - განაცხადა წიკლაურმა.
მასალის გამოყენების პირობები






