საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც მან ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრა.
კალაძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ყველა რაიონში, ქალაქსა თუ სოფელში ხმების უმრავლესობით ლიდერობს:
„პირველადი მონაცემებით „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ მთელი ქვეყნის მასშტაბით პრაქტიკულად ყველა საკერბულოში აბსოლუტურ უმრავლესობას ჩვენი კანდიდატები წარმოადგენენ. არჩეული მაჟორიტარებიდან გავიდნენ საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი კანდიდატები.
„ქართულმა ოცნებამ“ 1400-მდე მანდატი მოიპოვა. დემოკრატიულობის მაღალი ხარისხის მაჩვენებელია ის ფაქტი, რომ ლიდერ პოლიტიკურ ძალას 6 ოპოზიციური პარტია დაუპირისპირდება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის მაღალი შეფასება რაც დიპლომატიურმა კორპუსმა დააფიქსირა. არჩევნები დადებითად შეფასდა საერთაშორისო არენაზე. ამ შეფასებას საქართველოსთვსი დიდი მნიშვნელობა აქვს.
ჩვენი პოლიტიკური გუნდი უზრუნველყოფს მეორე ტურის მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას.
მოვუწოდებთ საზოგადოებას გავაქტიურდეთ მეორე ტურისთვის, ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ ქვეყანაზე და აქტიურად ჩავერთოთ მის მმართველობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






