დსთ-ს სისტემა ვეღარ იქნება კომფორტული მოლდოვასთვის - ლიხაჩოვის გაფრთხილება მოლდოვას
პოლიტიკა - 10:54, 17 Jun, 2014     585
რუსეთმა მოლდოვა ევროკავშირთან ინტეგრაციის რისკებზე გააფრთხილა. ამის შესახებ "რია ნოვოსტის" რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ალექსეი ლიხაჩოვმა განუცხადა.
მისივე თქმით, მოლდოვამ არჩევანი დსთ-სა და ევროკავშირს შორის უნდა გააკეთოს.

"თუ მოლდოვა არჩევანს ევროკავშირის სისტემის სასარგებლოდ გააკეთებს, მაშინ დსთ-ს სისტემა ვეღარ იქნება კომფორტული. ჩვენი ეს შეხედულება მოლდოველ კოლეგებსაც გავუზიარეთ, თუმცა მათ გვითხრეს, რომ შეძლებენ ამისთვის თავის აცილებას", - განაცხადა ალექსეი ლიხაჩიოვმა.

რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თქმით, კი რუსეთმა მოლდოვა იმ რისკების შესახებაც გააფრთხილა, რომელსაც დიდი ალბათობით ორივე ქვეყნა შეეჯახება იმ შემთხვევაში, თუ მოლდოვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერს ხელს.

,,რუსეთის პოზიცია პრაგმატულია და არ უკავშირდება მოლდოვას პოლიტიკურ არჩევანს", - ამბობს ლიხაჩოვი. მისივე თქმით, საუბარია მხოლოდ ეკონომიკურ რისკებზე.

ალექსეი ლიხაჩიოვმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ დსთ-ს თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ მოქმედი ხელშეკრულება საბაჟო კავშირს საკუთარი ბაზრის დაცვის მექანიზმების ამოქმედების უფლებას აძლევს იმ შემთხვევაში, თუ დსთ-ს, რომელიმე წევრი-ქვეყანა თავისუფალ სავაჭრო ზონას შექმნის მესამე მხარესთან.

გარდა ამისა, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში მოლდოვას შესაძლოა წინააღმდეგობრივი ვალდებულებები გაუჩნდეს საბაჟო, სატრანსპორტო დარეგულირებასთან, სანიტარულ და მიგრაციულ კონტროლთან დაკავშირებით. ამასთან, ლიხაჩოვის განმარტებით, ყველაზე მტკივნეული შესაძლოა სწორედ სანიტარული ნორმებისა და საიმიგრაციო პოლიტიკის სფეროში შეუსაბამობა აღმოჩნდეს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42