საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენები შეაფასა.
„პირველ რიგში მე გამარჯვებად რასაც ვთვლი არის ის, რომ დაიმსხვრა, როდესაც თვითკმაყოფილი ხელისუფლება თავს ახვევდა ხალხს საკუთარ პოლიტკურ ნებას, ახლა კი ხალხი აძლევს პოლიტიკურ დღის წერიგს და ახლა ხალხია ჩართული რეალურ თვითმართველობაში“,- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მინისტრმა მადლობა გადაუხდა იმ ამომრჩეველს, რომლებმაც საკუთარი ხმით კოალიიციის უპრეცედენტო გამარჯვებაში მიიღო მონაწილეობა.
„ყველა ოლქში ჩვენ პრაქტიკულად გავიმარჯვეთ ჩვენ საკრებულოებში გვეყოლება უმრავლესობა, თითქმის ყველა ოლქში მოვიგეთ მაჟორიტარები და ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ საზოგადოება ენდობა, მაგრამ ამასთან ერთად სთხოვს, რომ უფრო მეტი გააკეთoს, მეორე ტური ჩატარდება 21 ოლქში, სადაც დღესაც დამაჯერებლად ლიდერობებ „ქართული ოცნების“ კანდიდატები“,- აღნიშნა მინისტრმა.
ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ საქართველოში რელუარად მრავლპარტიული არჩვენები ჩატარდა და მისივე თქმით, ეს არის საზოგადოების გამარჯვება და ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება.
მასალის გამოყენების პირობები






